საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
231-08 30 იანვარი, 2009 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი მსჯავრდებულ გ. თ-შვილის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. თ-შვილს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე. აღნიშნული განჩინების თაობაზე გ. თ-შვილმა 2008 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას. ვინაიდან კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში არსებული ხარვეზის შესავსებად მსჯავრდებულ გ. თ-შვილს, საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიეცა კანონით გათვალისწინებული 5 _ დღიანი ვადა.
წერილი კერძო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შევსების მოთხოვნით მსჯავრდებულ გ. თ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 5 იანვარს. ვინაიდან მიცემულ ვადაში მსჯავრდებულს ხარვეზი არ შეუვსია, რაც დასტურდება უზენაეს სასამართლოში 2009 წლის 26 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 საპყრობილიდან შემოსული მომართვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. თ-შვილს კერძო საკასაციო საჩივრის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. თ-შვილს მის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის განხილვაზე ეთქვას უარი, საჩივარში არსებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.