საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.12.2011
საქმის ნომერი
2კ-494აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹494აპ-11 8 დეკემბერი 2011 წელი

დ-ე ქ., 494აპ-11 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-სა და მსჯავრდებულ ქ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის განაჩენით ქ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 11 სექტემბრიდან.

იმავე განაჩენით მ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2010 წლის 11 სექტემბრიდან.

იმავე განაჩენით ლ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო 6 თვის ვადით, ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში 15%-ის დაქვითვით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-სა და მსჯავრდებულ ქ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.