საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 77-კოლ 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ფ-ს, მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-სა და მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 27 მაისის განაჩენზე, რომლითაც ნ. მ., ამჟამად პატიმარი, გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 23, 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდების ეპიზოდებში.
ამავე განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 5 სექტემბრიდან.
ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი პატიმრობაში აყვანილ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 27 მაისიდან.
ლ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით _ 5 წლით გამოსაცდელი ვადით.
სამივე მსჯავრდებულს სოლიდურად გადასახდელად დაეკისრათ:
გ. რ-ს სასარგებლოდ _ 4866 ლარი და 20 თეთრი;
ა. ხ-ს სასარგებლოდ _ 2584 ლარი;
მ. მ-ის სასარგებლოდ _ 2964 ლარი;
ნ. ს-ს სასარგებლოდ _ 1872 ლარი;
მ. ხ-ს სასარგებლოდ _ 1925 ლარი;
ლ. ზ-ს სასარგებლოდ _ 3125 ლარი და 45 თეთრი;
ც. ხ-ს სასარგებლოდ _1350 ლარი;
მ. ქ-ს სასარგებლოდ _ 4500 ლარი;
რ. კ-ს სასარგებლოდ _ 3520 ლარი;
ს. ო-ს სასარგებლოდ _ 6984 ლარი;
გ. ო-ს სასარგებლოდ _ 3880 ლარი;
ლ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 3676 ლარი და 50 თეთრი;
ვ. წ-ს სასარგებლოდ _ 3296 ლარი;
მ. ზ-ს სასარგებლოდ _ 7231 ლარი;
თ. ფ-ს სასარგებლოდ _ 2910 ლარი;
ლ. მ-ის სასარგებლოდ _ 2134 ლარი:
რ. წ-ს სასარგებლოდ _ 2841 ლარი;
მ. მ-ს სასარგებლოდ _ 3885 ლარი და 20 თეთრი;
რ. პ-ს სასარგებლოდ _ 855 ლარი;
ნ. ნ-ს სასარგებლოდ _ 5182 ლარი და 50 თეთრი;
ი. მ-ს სასარგებლოდ _ 5308 ლარი და 50 თეთრი;
ნ. დ.-დ-ის სასარგებლოდ _ 1443 ლარი;
ბ. მ-ს სასარგებლოდ _ 7675 ლარი და 50 თეთრი;
ლ. ა-ს სასარგებლოდ _ 2678 ლარი;
მ. შ-ს სასარგებლოდ _ 4950 ლარი;
თ. ი.-ო-ს სასარგებლოდ _ 2050 ლარი;
ლ. ბ-ს სასარგებლოდ _ 1031 ლარი;
დ. ა-ს სასარგებლოდ _ 1031 ლარი;
ნ. ბ-ს სასარგებლოდ _ 2678 ლარი;
ნ. ლ-ს სასარგებლოდ _ 3093 ლარი;
ჯ. ხ-ს სასარგებლოდ _ 7175 ლარი;
ლ. და გ. გ-ების სასარგებლოდ _ 2970 ლარი;
ო. კ-ის სასარგებლოდ _ 5447 ლარი და 30 თეთრი;
მ. ბ-ს სასარგებლოდ _ 2788 ლარი;
რ. ს-ს სასარგებლოდ _ 1542 ლარი და 50 თეთრი;
ვ. გ-ს სასარგებლოდ _ 1975 ლარი;
გ. გ-ს სასარგებლოდ _ 1975 ლარი;
ლ. გ-ს სასარგებლოდ _ 2962 ლარი და 50 თეთრი;
ლ. ნ-ს სასარგებლოდ _ 470 ლარი;
ე. ხ-ს სასარგებლოდ _ 3370 ლარი;
ე. ა-ს სასარგებლოდ _ 2700 ლარი;
შ. ც-ს სასარგებლოდ _ 6750 ლარი.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: 1998წ. დასაწყისში, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირის ¹40-ში განთავსებულ შპს “თამუნიას” პრეზიდენტმა ნ. მ-მა ჩამოაყალიბა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ქ. თბილისის კრწანისის რაიონის ადვოკატი ლ. მ. _ თანამდებობრივად ფორმის მენეჯერ-დირექტორი, ბ. ბ. და ნ. ნ. (ამ უკანასკნელის მიმართ სასამართლო კოლეგიის განჩინებით საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იქნა დაბრუნებული). მათ მიზნად დაისახეს მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ, დიდი ოდენობით იმ მოქალაქეთა ქონების მითვისება, რომლებიც სამუშაოდ, სამკურნალოდ თუ სხვა მიზნით აპირებდნენ საზღვარგარეთ გამგზავრებას.
1998წ. სექტემბრიდან 2000წ. სექტემბრამდე, ფირმაში მისული 41 მოქალაქისაგან თაღლითური გზით მიიღეს 133 408 ლარი და 21 თეთრი, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მსჯვარდებული ნ. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ფ. ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ნ. მ-ს შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელი ან ავადმყოფობის გამო გადაედოს სასჯელის მოხდა. მიუთითებენ, რომ ნ. მ. არის ქალი, რომელიც მძიმედაა დაავადებული და მისი ციხის პირობებში მკურნალობა კი შეუძლებელია.
მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. კ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებით შეწყვეტას, მიუთითებს, რომ ბ. ბ-ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უკანონოდაა მსჯავრდებული.
მსჯავრდებული ლ. მ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. კ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ლ. მ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოების შეწყვეტას.
წარმოდგენილია დაზარალებულების ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-სა და თვით დაზარალებულების შესაგებელი, რომლითაც ისინი კანონიერად თვლიან სამივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილ განაჩენს და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ნ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ფ-მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა ნ. მ-მა აღნიშნა, რომ ის აღიარებს, რომ დაზარალებულებისათვის აქვს თანხები გადახდილი, ამასთან მიუთითა, რომ პალატამ მხედველობაში მიიღოს მისი ავადმყოფობა, ასევე ის გარემოება, რომ თითქმის სამი წელია იმყოფება ციხეში და შეუმციროს სასჯელის ზომა.
ადვოკატმა კ. ფოლადაშვილმა წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ. მახარაშვილის ავადმყოფობის ცნობები, რაც დაერთო საქმეს.
მსჯავრდებულ ბ. ბ-სთან შეთანხმებით მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ცვლილებით მხარი დაუჭირა. მან პალატის წინაშე იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ს 63-64-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით. ადვოკატმა წარმოადგინა ბ. ბ-ს დახასიათება და სიგელები. ამ მოთხოვნას დაეთანხმა თვით მსჯავრდებული ბ. ბ. და ადვოკატი ა. კ..
მსჯავრდებულმა ლ. მ-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-მ მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შეახებ. ლ. მ-მ აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უკანონოდაა მსჯავრდებული.
პროკურორმა ა. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან სამივე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მიიჩნია დადგენილად. ამასთან, იშუამდგომლა, რომ ნ. მ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-სა და ლ. მ-ს მიმართ პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მსჯავრდებულების: ნ. მახრაშვილისა და ლ. მ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და მათ მიმართ დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ბ. ბ-ს შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1 წლით შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულების: ნ. მ-ს, ბ. ბ-სა და ლ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი, საქმის საკასაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულებმა: ნ. მ-მა და ბ. ბ-მ, ფაქტობრივად, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და იშუამდგომლეს სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
მსჯავრდებულ ლ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, ასევე არაერთი დაზარალებულის ჩვენებებით, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ ლ. მ-ს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების: ნ. მ-ს, ბ. ბ-სა და ლ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია. მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო ნ. მ., რის გამოც მას შეუფარდა ისეთი სასჯელი, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნებოდა დაკავშირებული. ნ. მ-ს მიმართ მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ის არის ქალი, ფაქტობრივად, აღიარა ჩადენილი დანაშაული, არის ავადმყოფი, რის გამოც მას განესაზღვრა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. მის კვლავ შემცირების ან სასჯელის აღსრულების გადადების კანონიერი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.
მსჯავრდებულ ლ. მ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაშია მიღებული მისი დანაშაულში მონაწილეობის როლი და ხასიათი, ასევე ისიც, რომ ის არის ქალი, კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც სავსებით კანონირადაა გამოყენებული სსკ-ის 63-64-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობით, სათანადო ვადის განსაზღვრით.
მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიის მიერ, მართალია, მითითებულია მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, მაგრამ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული. პალატის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ბ. ბ-ს დადებითი დახასიათება, არაერთი სიგელი, რომელიც მას მიღებული აქვს სხვადასხვა დროს, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. პალატა ასევე ითვალისწინებს დანაშაულში მისი მონაწილეობის როლსა და ხარისხს და მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს ერთი წლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 27 მაისის განაჩენი ნ. მ-სა და ლ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ბ. -ს მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი, განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება