დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.02.2000
საქმის ნომერი
2კ-182აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 182 4 თებერვალი, 2000 წელი. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გ. ბორჩხაძე მოსამართლეები: მ. ტურავა, გ. ხაბულიანი

განიხილა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის _ ა. ა-იანის კანონიერი წარმომადგენლის _ ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქ. ბათუმის სასა-მართლოს 1999 წლის 28 ივნისის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 23 აგვისტოს განაჩენებზე, რომლებითაც ა. ა-იანი სამართალში არყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულობათა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობით მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში მოხდით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს შეფარდებული სასჯელის აღსრულების გადადებას საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის საფუძველზე.

იმავე განაჩენით სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულია ზ. პ-ძე, რომლის მიმართა საჩივარი შემოსული არ არის.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მითითებული განაჩენებით არასრულწლოვან ა. ა-იანს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 1998 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, … ქუ-ჩის ¹ 72 სახლის ეზოში მოქალაქე ო. ც-ძის კუთვნილ ჟიგულის მარკის ავტო-მანქანაზე ფარულად მოხსნა და გაიტაცა 80 ლარის ღირებულის ერთი ცალი სა-ბურავი დისკთან ერთად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს. მანვე, 1998 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 24 საათზე, დ. ტ-შთან ერთად საცავში შეღწევით ქურდობის ჩადენის მიზნით ამოიღო მოქალაქე ც. ფ-ძის კუთვ-ნილი მაღაზიის ფანჯრის მინა, მაგრამ ისინი შენიშნა რა გამვლელმა მოქალაქემ, შეშინდნენ და ხელი აიღეს განზრახვის ბოლომდე მიყვანისაგან. მანვე, 1998 წლის 26 ოქტომბერს დ. ტ-შთან ერთად ქურდობის მიზნით შეაღწია მოქალაქე ა. ძ-ძის კუთვნილ მაღაზიაში და მოიპარა 10 ლარის ღირებულების სიგარეტები. მანვე, 1998 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 24 საათზე, ზ. პ-ძესთან ერთად შეაღწია შპს "ბეხრის" მაღაზიაში, საიდანაც მოიპარეს მოქალაქეთა კუთვნილი 2012 ლარის ღირებულების ქონება.

პალატამ მოუსმინა პროკურორს, რომელიც შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას, გამოიკვლია საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივები, შეისწავლა განაჩენის კანონიერება და მიიჩნევს, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად და საჩივრის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შერაცხულ ბრალდებაში მსჯავრდებულ ა. ა-იანის ბრალეულობა ეჭვს არ იწვევს, იგი მთლიანად დადასტურებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილი მტკიცებულებებით და ამას სადავოს არ ხდის არც საკასაციო საჩივარი (გარდა ავტოსაბურავის ქურდობისა).

სასჯელის ღინისძიებად კი მას შეფარდებული აქვს კანონის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი. სასჯელის ღონისძიების განსაზღვრის დროს სასამართ-ლომ გაითვალისწინა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე ა. ა-იანის პიროვნების მახასიათებელი თვისებები. სახელდობრ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სავსებით სწორად მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ ა. ა-იანი 14 წლის ასაკის შესრულებამდე არაერთხელ იყო დაკავებული სხვისი ქონების ფარულად გატაცებისათვის, რის გამოც ქ. ბათუმის მერიასთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის 1998 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით იგი გაგზავნილ იქნა ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სამტრედიის სპეციალურ სკოლაში, მაგრამ ამ ღონისძიებამ მასზე დადებითად არ იმოქმედა. იგი გამოიქცა სკოლიდან, დაბრუნდა ქ. ბათუმში და განაგრძო სისტემატური ქურდობები. აღნიშნული აშკარად მიუთითებს ა. ა-იანის პიროვნულ ხასიათზე - რომ მას ჯიუტად არ სურს დაადგეს გამოსწორების გზას და მის მიმართ საზო-გადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სა-სამართლოს პრეზიდიუმმა, როცა საქმის პირველი განხილვის დროს სასმართლოს მიერ ა. ა-იანზე შეფარდებული სასჯელი _ ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა აშკარად ლმობიერად და შეუსაბამოდ მიიჩნია ჩადენილ დანაშაულობებთან და მის პიროვნებასთან. ამიტომაც, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა ჩადენილ დანაშაულთა საზოგადოებრივად საშიში ხასიათიდან და პიროვნების მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს ა. ა-იანის მიმართ სასჯელის ისეთი ღონისძიების გამოყენება, რომელიც დაკავშირებული

არ იქნებოდა თავისუფლების აღკვეთასთან.

ამდენად, საკასაციო პალატას ამჟამად არავითარი საფუძველი არ გააჩნია იმისათვის, რომ ა. ა-იანის მიმართ შეფარდებული სასჯელის აღსრულება გადაიდოს საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 23 აგვისტოს განაჩენები ა. ა-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.

სასამართლომ დასაბუთებულად უარყო მსჯავრდებულის ვერსია ნარკოტიკული ნივთიერების ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ.