საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №204აგ-15 16 მარტი, 2016 წ.
შ-ი ნ., 204აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე მსჯავრდებულ ნ. შ-ის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. შ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.
აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულს ჩაჰბარდა 2016 წლის 5 მარტს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი