დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
2კ-47-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003262286

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

47I-19 თბილისი

ს-ე მ., 47I-19 22 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - ნ. ტ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ს-ეს

თარჯიმან - ა. ი-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ეს (M. S.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1. 2018 წლის 6 ივლისსა და 2019 წლის 18 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ს-ეს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობები და შესაბამისი დოკუმენტები.

2. 2019 წლის 7 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. ს-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3. 2019 წლის 18 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ს-ეს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

4. 2019 წლის 12 აპრილსა და 2019 წლის 1 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ს-ეს ექსტრადიციასთან დაკავშირებით (რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 23 მაისსა და 2019 წლის 26 ივლისს მიიღო).

5. 2019 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით მ. ს-ეს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 5 ოქტომბრამდე.

6. 2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. სა-ეს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2020 წლის 5 იანვრამდე.

თ-ის რ-ში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

7. 2014 წლის 30 სექტემბერს თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86–ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დაჭრა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 6 ივლისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

8. 2017 წლის 22 ივნისს თ-ს რ-ის ქ-ს საქალაქო მე–15 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 15 ივლისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

9. 2017 წლის 15 სექტემბერს თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ) და ამავე კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 10 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

10. 2017 წლის 9 ნოემბერს თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 14 დეკემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

11. 2018 წლის 14 მაისს თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ განაჩენებთან დაკავშირებით გასცა მ. ს-ეს დაკავების ბრძანება.

12. 2017 წლის 9 ივნისს თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმადაც, მ. სარითექეს ბრალი დაედო თ-ის რ-ის #5237 სისხლის ს-ის კოდექსის 149–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

13. 2018 წლის 13 დეკემბერს თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო პირველმა მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით გასცა მ. ს-ს დაკავების ბრძანება.

ფაქტობრივი გარემოებები:

14. თ-ის რ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 5 მარტს ქ. ქ-ში, სავაჭრო ცენტრ –„ქ-ში“, მ. სარითექესა და მის თანმხლებ პირებს შელაპარაკება მოუვიდათ დაზარალებულ მ. ა-სა და მის თანმხლებ პირებთან, რის შემდეგაც მ. ს-ემ დაზარალებული სავაჭრო ცენტრის მე–2 სართულზე დაიბარა.

ზემოაღნიშნულ ადგილას მისვლისთანავე, მ. ს-ემ მ. ა-ის თავი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

15. 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 23 იანვარს ჰირქას ქუჩაზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომობილი, რომელსაც მართავდა ფ. ა-ი (და რომელშიც ასევე იმყოფებოდა მ. ს.). დანაშაულის დაფარვის მიზნით, მ. ს-ემ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ფლობდა, თავისივე სავარძლის ქვეშ დამალა, მაგრამ ავტომობილის ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნინეს და ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

16. 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 20 თებერვალს მ. ს. და მისი თანამზრახველები მივიდნენ ქ. ქ-ას ქოის უბანში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დასაუფლებლად განიზრახეს საცხოვრებელი ბინის წინ გაჩერებულ ავტომობილში მართლსაწინააღმდეგო შეღწევა. მათ დააზიანეს ავტომობილის კარის მინა, მინის მოძრაობის უზრუნველმყოფი სისტემა, ელექტრონული გაყვანილობის მავთულები და მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ავტომობილში. შემდეგ, მ. ს-ემ და მისმა თანამზრახველებმა სცადეს ავტომობილის დაძვრა, რაც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, მაგრამ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ავტომობილის სალონში არსებულ მაგნიტოფონს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.

17. 2017 წლის 9 ნოემბერის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 22 თებერვალს მ. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. პ-ის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს. დაზარალებულმა აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა პოლიციას, რის შემდეგაც მ. სარითექეს მართვის ქვეშ მყოფი, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომობილი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და მ. ს. დააკავეს.

18. 2018 წლის 13 დეკემბრის ბრალდების დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 22 თებერვალს მ. ს. თავს დაესხა მ. ჯ. ი-ის, დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი (რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდა) და მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული მოტოციკლის გადაცემა. რამდენადაც მ. ი-ის გაუჩნდა იარაღის გამოყენების შიში, მან მოტოციკლი გადასცა მ. ს-ეს, რის შემდგომაც იგი მიიმალა.

19. 2019 წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ს-ეს თ-ის რ-ში ექსტრადიცია:

19.1. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ას საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86–ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დაჭრა);

19.2. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რ-ის ქ-ას საქალაქო მე–15 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა);

19.3. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ას საქალაქო მე–5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ) და ამავე კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება);

19.4. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ);

19.5. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ას საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2017 წლის 9 ივნისს გამოტანილ მ. ს-ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და თ. რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა).

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ეს თ-ის რ-ში ექსტრადიცია:

20.1. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86–ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დაჭრა);

20.2. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–15 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა);

20.3. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ) და ამავე კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება);

20.4. მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ);

20.5. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2017 წლის 9 ივნისს გამოტანილ მ. სარითექეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა);

21. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი ნინო ტაბატაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.

22. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თ-ის რ-ში მ. ს-ეს ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ შესაძლოა, დაირღვეს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით დადგენილი გარანტიები. აღნიშნულის დამადასტურებლად კასატორი უთითებს საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა ანგარიშზე. ამასთან, ქვეყნის მიერ გაცემული გარანტია ამ შემთხვევაში დასახელებული რისკების თავიდან ასაცილებლად არ არის ეფექტური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თ-ის რ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 5 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. დაუდასტურებელია დაცვის მხარის მითითება, რომ მ. ს-ეს თ-ის რ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, შესაბამის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება არ არის საკმარისი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების არსებობის სამტკიცებლად ეს ყოველივე საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. „მამატკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და თურქეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშების საფუძველზე მხოლოდ ზოგადი სახით მიუთითა თ-ის რ-ი მ. ს-ეს მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის შესახებ.

5. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თ-ის რ-ის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა მიხედვითაც, თურქეთის რესპუბულიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ს-ეს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე თ-ის რ-ის ძალაში მყოფი სამართლებრივი ნორმებით დადგენილი ყველა დაცვითი უფლებით სარგებლობა გარანტირებული ექნება. გარანტია აგრეთვე შეეხება მ. ს-ეს მიერ მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარანტია, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ არის გაცემული; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი თურქეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და “ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.

7. მოცემულ შემთხვევაში აგრეთვე არ არსებობს „ოჯახური ურღვეობის“ პრინციპის დარღვევის საფრთხეც, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ოქმით (ტ. IV, ს.ფ. 405-408) დგინდება, რომ მას საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრი არ ჰყავს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ეს თ-ის რ-ში ექსტრადიცია:

მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86–ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დაჭრა);

მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–15 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა);

მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ) და ამავე კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება);

მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო მე–2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის მე–2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილას განთავსებული ნივთის მიმართ);

მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რ-ის ქ-ს საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2017 წლის 9 ივნისს გამოტანილ მ. სარითექეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია თ-ის რ-ის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და თ-ის რ-ის #6136 კოდექსის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ეს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნინო ტაბატაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე