საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №252აპ-20 თბილისი
კ-ა ვ-ი, 252აპ-20 21 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ-ას მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ-ას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.
2. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ ვ. კ-ას ჩაჰბარდა 2020 წლის 7 აპრილს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი, კერძოდ: გაურკვეველია მსჯავრდებულ ვ. კ-ას მოთხოვნა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ვინაიდან მსჯავრდებულმა ვ. კ-ამ არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი, მისი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. კ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე