გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 09.07.2021
საქმის ნომერი
2კ-669აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002915696

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №669აპ-20 ქ. თბილისი

შ–ი ვ., 669აპ-20 9 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორების _ გიორგი ბახტაძის, ალექსანდრე ძირკვაძის,ადვოკატების - დ. ჩ–ს, ნ. ა–ს

მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე, ზეპირი მოსმენით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენი;

3. ვ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ვ. შ–ს სასჯელის მოხდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 თებერვლიდან 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით;

5. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე