საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100121004976817
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №138აპ-24 ქ. თბილისი
კ. ჯ. 138აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. პ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი