შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100123007293746
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №662აპ-25 25 დეკემბერი, 2025 წელი
მ-ე მ. №662აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. მ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2021 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდეს;
4. მ. მ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5. მ. მ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 27 მარტიდან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
7. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
მ. ტ–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს: ა–ესა და მ. ტ–ეს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს ეცნობოს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგი, ხოლო დაზარალებულ მ. ტ–ეს ასევე განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლევან თევზაძე