საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
205-საზ ქ. თბილისი
22 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენით რ. კ-ძე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით რ. კ-ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა, შენახვა გასაღებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მსჯავრდებული რ. კ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 378I მუხლის მესამე ნაწილზე და სასჯელის განსაზღვრას მითითებული მუხლის სანქციით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით რ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი.
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ვინაიდან მის მიმართ განაჩენის დადგენის შემდეგ აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონი არ შეცვლილა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, რაც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდებოდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.