დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹396/საზ ქ. თბილისი
15 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ხობის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხობის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1999 წლის 12 აპრილიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. გ-ამ ჩაიდინა მ. ბ-ას განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე.
მსჯავრდებული გ. გ-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვას და განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 12 წლამდე.
ზემოაღნიშნულ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 108-ე მუხლი და მისი ჩადენისათვის დაწესებულია 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 108-ე მუხლთან.
ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არც დანაშაულის სიმძიმის კატეგორია იცვლება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და შეფარდებული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ხობის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი გ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.