დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
418\საზ. ქ. თბილისი
16 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 სექტემბრის განაჩენით მ. ხ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2001 წლის 29 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 19 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მ. ხ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
მსჯავრდებული მ. ხ-ლი საჩივრით ითხოვს საქმის ხელახლა განხილვას და განჩინების ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მ. ხ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებდა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინება მ. ხ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინება მ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.