საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.05.2007
საქმის ნომერი
432საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.05.2007

გადაწყვეტილების ტექსტი

432-საზ ქ. თბილისი

14 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 25 ივლისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული ტ. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, სსკ-ის 236-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და სსკ-ის 40-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ტ. გ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 31 დეკემბრიდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ტ. გ-მა სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; მანვე ჩაიდინა სათანადო ნებართვის გარეშე ცივი იარაღის ტარება და არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

მსჯავრდებულ ტ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ლ-ნი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. გ-ის გარდა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად ბ. გ-ძე და გ. მ-ლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2007 წლის 15 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 25 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. 2007 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების – ტ. გ-სა და ბ. გ-ის მსჯავრდების თაობაზე და ზემოაღნიშნული განაჩენი მათ მიმართ მოიყვანა შესაბამისობაში მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან საქართველოს სსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ტ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.