შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 16.10.2007
საქმის ნომერი
439საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹439/საზ 16 ოქტომბერი. 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის განაჩენით: გ. რ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტით - 3 წლით, 262-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტით - 5 წლით, 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV და V ქვეპუნქტებით - 12 წლით, 150-ე მუხლის II ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით - 6 წლით, 243-ე მუხლის II ნაწილით - 7 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით - 12 წლით, 2071-ე მუხლის II ნაწილით - 3 წლით, 1331-ე მუხლის I ნაწილით - 7 წლით, 240-ე მუხლის II ნაწილით - 7 წლით, 238-ე მუხლის II ნაწილით - 4 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით - 7 წლით, ამავე მუხლის IV ნაწილით - 7 წლით, 203-ე მუხლის II ნაწილით - 7 წლით, 110-ე მუხლის I ნაწილით - 5 წლით, ხოლო 154-ე მუხლის II ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე გ. რ-ნს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით (1960 წლის რედაქცია).

სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 19 ივნისიდან.

ამავე განაჩენით: ვ. ჯ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით - 4 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით - 7 წლით, ამავე მუხლის IV ნაწილით - 7 წლით, 205-ე მუხლის III ნაწილით - 4 წლით, 243-ე მუხლის II ნაწილით - 7 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით - 12 წლით, 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV და V ქვეპუნქტებით - 12 წლით, 2071-ე მუხლის II ნაწილით - 3 წლით, 1331-ე მუხლის I ნაწილით - 8 წლით, ხოლო 240-ე მუხლის II ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ვ. ჯ-ეს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით (1960 წლის რედაქცია)

სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 27 მაისიდან.

გ. ქ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I და V ქვეპუნქტებით - 7 წლით, 154-ე მუხლის II ნაწილით - 3 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით - 3 წლით, ხოლო ამავე მუხლის IV ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე გ. ქ-ლს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (1960 წლის რედაქცია).

სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 23 ივნისიდან.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ 1997 წლის მარტში გ. რ-ნი დაუკავშირდა ჯ. ჯ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებს, რათა ჩაედინათ ყაჩაღობები და ამ გზით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა პირად ქონებას. 16 მარტს გ. რ-მა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა, განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹14-ში მდებარე მ. ზ-ის საცხოვრებელ ბინაზე, რის შედეგადაც გაიტაცეს 392 ლარად ღირებული ძვირფასეულობა, საოჯახო ნივთები და 700 ლარი.

1997 წლის აპრილში გ. რ-ნი დაუკავშირდა ჯ. ჯ-სა და გ. ჯ-ეს, რომლებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით განიზრახა მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, რაც განახორციელეს 1997 წლის 5 აპრილს, რის შედეგადაც ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹9 ბინაში მცხ. თ. თ-ის სახლიდან ფარულად გაიტაცეს 4400 ლარად ღირებული საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

1997 წლის აპრილში გ. რ-მა, ჯ. ჯ-ემ და გ. ჯ-ემ გადაწყვიტეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹14-ში მცხ. გ. ნ-ის ოჯახს. განზრახვა, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა, სისრულეში მოიყვანეს 1997 წლის 16 აპრილს, რის შედეგადაც გაიტაცეს 2430 ლარად ღირებული ძვირფასეულობა.

1997 წლის 17 აპრილს გ. რ-ნი, ჯ. ჯ-ძე, გ. ჯ-ძე და გამოძიებით დაუდგენელი პირი მოლაპარაკებული იყვნენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ პირველსავე შემხვედრ მანქანას, რაც განახორციელეს იმავე ღამით, რა დროსაც ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქ. რ. შ-ვს გასტაცეს მისი კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ 2101".

1997 წლის 18 აპრილს გარდაბანში დააკავეს გ. რ-ნი და ჯ. ჯ-ძე. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა თბილისის რეგიონულ პროკურატურაში. გ. რ-ნი და ჯ. ჯ-ძე მოათავსეს ქ. თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის წინასწარი დაკავების საკანში. გ. რ-მა ---ს – პ. ც-ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება და გაიქცა წინასწარი დაკავების საკნიდან ჯ. ჯ-სთან ერთად.

1997 წლის 22 მაისს გ. რ-ნი, ჯ. ჯ-ძე და ვ. ჯ-ძე, იმყოფებოდნენ რა ტყეში, მდ. მტკვრის პირას, ყაჩაღურად, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ სათევზაოდ მყოფ ი. მ-ლს და გ. და გ. ყ-ებს, რის შედეგადაც გაიტაცეს ი. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ-21", ასევე გ. ყ-ეს წაართვეს ტყავის ქურთუკი, სვიტრი, ხოლო გ. ყ-ეს _ 5 ლარად ღირებული ბეჭედი, ჩასხდნენ გატაცებულ ავტომანქანაში და წავიდნენ ტყის მიმართულებით. ტყეში მანქანა ჩაეფლო ტალახში და იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ. ამ დროს, დაახლოებით 18:30 საათზე, მათ მდ. მტკვრის პირას შეამჩნიეს მოქ. შ. ჯ-ის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედესი”. ა. ჯ-თან ერთად იმყოფებოდნენ თ. გ-ლი, ხ. დ-ძე და სათევზაოდ მისული მამა-შვილი ვ. და ს. რ-ები. რ-ნი, ჯ-ძე და ჯ-ძე, იყვნენ რა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, წინასწარ შეთანხმდნენ, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ მათ. განზრახვა მოიყვანეს სისრულეში და გაიტაცეს შ. ჯ-ის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედესი", ღირებული 5000 აშშ დოლარად, მისივე კუთვნილი ,,ტტ-ს“ სისტემის სატაბელო პისტოლეტი, ვ. რ-ის კუთვნილი მაჯის საათი, ღირებული 100 ლარად და თ. გ-ის კუთვნილი მაჯის საათი, ღირებული 5 ლარად.

1997 წლის 23 მაისს, გ. რ-ნი, ჯ. ჯ-ძე და ვ. ჯ-ძე შეხვდნენ ერთმანეთს და მოილაპარაკეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. გარდაბანში მცხ. თ. ც-ის ოჯახს, რაც განახორციელეს იმავე დღეს, დაახლოებით ღამის 3 საათზე. თავდასხმის შედეგად გაიტაცეს 54 ლარი და 395 ლარად ღირებული სამკაულები.

1997 წლის მაისის ბოლოს გ. რ-მა და ჯ. ჯ-ემ, იმყოფებოდნენ რა გარდაბნის რაიონის მიმდებარე ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოქალაქეებს _ ი. ი-ვს და ზ. ი-ვს გასტაცეს სანთებელა, ღირებული 5 ლარად და სიგარეტი, ღირებული 25 თეთრად.

1997 წლის 7 ივნისს, დაახლოებით ღამის 21 საათზე, გ. რ-მა ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹14-თან მდებარე კომერციულ ჯიხურში მყოფ ს. ყ-ნს გასტაცა 13 ლარად ღირებული კვების პროდუქტები.

1997 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 01:15 საათზე, გ. რ-მა ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹6-თან მდებარე კომერციულ ჯიხურში მყოფ ი. ხ-ლს გასტაცა კვების პროდუქტები და საკონდიტრო ნაწარმი ღირებული 11 ლარად და 73 თეთრად.

1997 წლის 13 ივნისს გ. რ-მა და ჯ. ჯ-ემ გადაწყვიტეს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ, ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹21-ში მცხ. ი. ს-ის ოჯახს. განზრახვა სისრულეში მოიყვანეს იმავე ღამეს, დაახლოებით 03 საათზე, რის შედეგადაც გაიტაცეს 100 აშშ დოლარი და 1400 ლარი, ასევე _ ძვირფასეულობა, ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, 350 აშშ დოლარად და 53 ლარად.

1997 წლის 14 ივნისს გ. რ-მა და გ. ქ-მა მოილაპარაკეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. გარდაბანში, ---ის ქ. ¹8-ში მცხ. მ. მ-ის ოჯახს. განზრახვა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სისრულეში მოიყვანეს იმავე დღეს, რის შედეგადაც გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ნივთები და კვების პროდუქტები, სულ ღირებული 299 ლარად და 30 თეთრად.

გ. რ-ნი საჩივარში აღნიშნავს, რომ გასამართლებულია სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და ითხოვს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 3 აპრილის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. რ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის IV და V ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის II ნაწილით, ამავე მუხლის III ნაწილით, 243-ე მუხლის II ნაწილით, ამავე მუხლის III ნაწილით, 2071-ე მუხლის II ნაწილით, 1331-ე მუხლის I ნაწილით, 240-ე მუხლის II ნაწილით, 238-ე მუხლის II ნაწილით, ამავე მუხლის III ნაწილით, 203-ე მუხლის II ნაწილით, 154-ე მუხლის II ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ასევე არ არსებობს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი, კერძოდ განაჩენით დადგენილად მიჩნეული გარემოებებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული გ. რ-ნი სხვა პირებთან წინასწარ შეკავშირდა დანაშაულების ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში მათთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმების განხორციელება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა გ. რ-მა დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.

საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ერთიდან რვა წლამდე და წარმოადგენდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს. დღეს მოქმედი სსკ-ით აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილით, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

გ. რ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილებიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. რ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილთან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილით (1960 წლის რედაქცია) - ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და სასჯელი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთას, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ვ. ჯ-სა და გ. ქ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის III ნაწილი (1960 წლის რედაქცია) სასჯელის ზომად ითვალისწინებდა ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია 375-ე მუხლით რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. ვ. ჯ-ეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის განაჩენით აღნიშნული დანაშაულისთვის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. შესაბამისად, ვ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის III ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლზე, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი უნდა მოექცეს სსკ-ის 375-ე მუხლის სანქციის ფარგლებში და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

ვ. ჯ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილებიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

ამასთან, ვ. ჯ-სთვის დანიშნული სასჯელი - თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა დარჩეს უცვლელად.

გ. ქ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

ამასთან, გ. ქ-სათვის დანიშნული სასჯელი - შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. რ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ გ. რ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის I ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილიდან - ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

გ. რ-ნს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის III ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 375-ე მუხლზე და აღნიშნული მუხლით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ვ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილზე და აღნიშნული მუხლით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილზე და აღნიშნული მუხლით მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.