დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
441-საზ ქ. თბილისი
10 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ვ. კ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,105-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2000 წლის 14 მარტიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვ. კ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე.
მსჯავრდებული ვ. კ-ნი საჩივარში მიუთითებს, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,105-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე.
ზემოაღნიშნულ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი სსკ-ის მე-19,108-ე მუხლი და მისი ჩადენისათვის ასევე დაწესებულია 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, რადგან არც ნ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ვალერი კუნავინის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.