დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹450/საზ. 9 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის განაჩენით დ. გ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და 6 თვე და საბოლოოდ შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. გ-ლს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2003 წლის 14 ივნისიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. გ-მა ჩაიდინა ქსნის ¹-- სასჯელაღსულების დაწესებულებიდან გაქცევის მცდელობა.
მსჯავრდებული დ. გ-ლი საჩივრით ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რაც საფუძვლად დაედება დ. გ-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვას, რადგან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა და მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია.
ამდენად, დ. გ-ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის განაჩენი დ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.