საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2008
საქმის ნომერი
2კ-1579აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1979აპ 8 მაისი, 2009 წ.

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 26 დეკემბრის მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, ე. ა-სა და ბ. ნ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 26 დეკემბრის მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, ე. ა-სა და ბ. ნ-ის მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინებაში მსჯავრდებულ ე. ა-ის დაბადების თარიღად მითითებულია 1987 წელი, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615-ე მუხლის ,,ე» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 26 დეკემბრის მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, ე. ა-ისა და ბ. ნ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ: განჩინებაში მსჯავრდებულ ე. ა-ის დაბადების თარიღად მიეთითოს ----წელი, ნაცვლად 1987 წლისა.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.