საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.01.2009
საქმის ნომერი
2კ-1103აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1103აპ . ქ. თბილისი

26 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ე. პ-ა _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 დეკემბრიდან; მასვე დაზარალებულების სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განაჩენით შეიცვალა: ე. პ-ას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაზარალებულ რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო დაზარალებულ ი. ხ-ძის სასარგებლოდ _ 230 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.