საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.02.2009
საქმის ნომერი
2კ-1317აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1317აპ 16 თებერვალი 2009 წელი.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის განაჩენით მ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, III ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა _ 4500 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 ოქტომბრიდან.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მ. ს-ძეს თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, კონტროლირებადი მოწოდებისათვის განკუთვნილი _ 500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გამომძიებელ ჯ. ჯ-სთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ბუღალტერიას, ხოლო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ამსახველი მასალები და ფარული ვიდეოჩანაწერის ფირი, დალუქული ერთ ფუთად, უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს აღნიშნული საქმის შენახვის ვადით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.