საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1435აპ 9 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული 2008 წლის 18 აპრილს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ ე. ჭ-სა და განსასჯელ ნ. გ-ს შორის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. M-სა და ე. ჯ-ის მონაწილეობით.
Nნ. გ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარი. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 სექტემბრიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 10 წლის ვადით.
ზემოაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა მას უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელების მოხდისთანავე.
ი. ფ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 სექტემბრიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 10 წლის ვადით.
ზემოაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა მას უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელების მოხდისთანავე.
რ. ა. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. Mმას სასჯელი მოხდა დაეწყო 2007 წლის 13 ოქტომბრიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება _ 10 წლის ვადით, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.
ზემოაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა მას უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელების მოხდისთანავე.
აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს.
ნივთმტკიცებები _ ერთი ვიდეოფირი, რაზეც დაფიქსირებულია ი. ფ-სა და ნ. გ-ის ჩვენებები, უნდა შეინახოს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ნივთიერება საერთო წონით _ 94,22 გრამი (კვლევის შედეგად 94,1 გრ), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» წონა შეადგენს 63 გრამს და ინახება შსს სოდ-ში, უნდა განადგურდეს; მობილური ტელეფონის ნომერზე .. .. .. განხორციელებული ოპერატიულ_სამძებრო ღონისძიების «სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის» შედეგად მიღებული ჩანაწერების ოქმები, რაც ერთვის საქმეს, უნდა შეინახოს საქმის შენახვის ვადით; ერთი ცალი DVD დისკი და 2 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოწმე კ. კ-ის და განსასჯელ რ. Aა-ის შეხვედრა და საუბარი, რაც ერთვის საქმეს, უნდა შეინახოს მისი შენახვის ვადით; რ. Aა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 5000 აშშ დოლარის განკარგვის საკითხი უნდა გადაწყდეს აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ სს ¹.. .. .. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ასევე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2250 აშშ დოლარი და 58 ლარი, ასევე «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, უნდა გადაეცეს სახელმწიფოს; კ. კ-სგან ამოღებული, რ. ა-სათვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი გრანულები, საერთო წონით _ 89,9 გრამი (კვლევის შედეგად 89,784 გრამი), რომელშიც «ჰეროინის» წონა შეადგენს _ 57,71 გრამს, რომელიც ინახება შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ი. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.