საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.05.2009
საქმის ნომერი
2კ-1473აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹1473აპ ქ. თბილისი

18 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ს-სა და ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით ო. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 11 თვე და 1 დღე და ო. ს-ს მიესაჯა 5 წლით, 11 თვით და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ო. ს-ს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ს-ს საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით 2 თვით და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 ივლისიდან. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2005 წლის 16 სექტემბრიდან იმავე წლის 19 სექტემბრამდე.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. ს-სა და ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.