საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-1511აპ.-08 ქ. თბილისი
28 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განაჩენით კ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2004 წლის 15 დეკემბრიდან იმავე წლის 18 დეკემბრამდე.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: კ. თ-ი გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მას საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.