საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1537აპ ქ. თბილისი
14 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ე. გ-ი _ ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 თვე და 28 დღე და ე. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 5 თვით და 28 დღით და ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.