საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
1541აპ-08 ქ. თბილისი
4 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ჟ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. გ-სა და თ. გ-ს, ასევე _ მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ადვოკატ გ. პ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე ზ. ჩ-სა და ლ. გ-ს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით ზ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 26 ნოემბრიდან.
ამავე განაჩენით ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 375-ე მუხლით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ჟ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. გ-სა და თ. გ-ს, ასევე _ მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ადვოკატ გ. პ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე ზ. ჩ-სა და ლ. გ-ს მიმართ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.