საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
9აპ-09 3 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე და კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისისა და ამავე წლის 30 ოქტომბრის შუალედურ გადაწყვეტილებებზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივნისის განაჩენით:
დ. მ-ი, _ დაბადებული ....... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 იანვრიდან.
მ. ბ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხედ ცნობილ დ. მ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულებები _ სისხლის ნიმუშები, ორ ნაწილად გადატეხილი ე.წ «პლანკა», საბანი, ლურჯი ჯინსის შარვალი, ტრუსი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 იანვრიდან.
განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სამოქალაქო სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულებები _ სისხლის ნიმუშები, ორ ნაწილად გადატეხილი ე.წ «პლანკა», საბანი, ლურჯი ჯინსის შარვალი, ტრუსი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და კერძო საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე და კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისისა და ამავე წლის 30 ოქტომბრის შუალედურ გადაწყვეტილებებზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე და კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისისა და ამავე წლის 30 ოქტომბრის შუალედურ გადაწყვეტილებებზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.