საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
16აპ-09 ქ. თბილისი
23 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით შ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტით _ 7 წლით და 6 თვით, ხოლო 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 10 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.