საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2009
საქმის ნომერი
2კ-65აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

65აპ-09 ქ. თბილისი

5 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჯ-სა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით რ. ჯ. გამართლდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,თ», ,,ი», ,,ლ» პუნქტებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებებში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ჯ-სა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.