საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2009
საქმის ნომერი
2კ-77აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

77აპ-09 ქ. თბილისი

22 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ლ. კ-ს და თ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივნისის განაჩენით ლ. კ. და თ. კ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მიესაჯათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრათ 425 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ლ. კ-სა და თ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2008 წლის 25 ივნისიდან. განაჩენიდან ამოირიცხა მითითება დაზარალებულის სასარგებლოდ მსჯავრდებულთათვის თანხის გადახდის დაკისრების შესახებ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ლ. კ-ს და თ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.