გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 23.02.2016
საქმის ნომერი
ბს-175-172(კ-15)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-175-172(კ-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

Nბს-175-172(კ-15) 23 თებერვალი, 2016 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს მთავარი პროკურატურა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, წელთა ნამსახურეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 20 იანვარს კ. ღ-მა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს საქართველოს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელის მიმართა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის კადრების სამმართველოს 2004 წლის 13 იანვრის N06-გ-04 წერილის ბათილად ცნობა, 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1979 წლის 3 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში. გენერალური პროკურორის 1998 წლის 9 ივლისის N327-პ ბრძანების საფუძველზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი გათავისუფლდა ... ქ. თბილისის პროკურატურის ... თანამდებობიდან. საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 26 მარტის N147პ ბრძანების თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის ... სამმართველოს პროკურორად. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე, ანუ, თანამდებობიდან განთავისუფლებიდან ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გასული პერიოდის - 3 წლის, 9 თვისა და 17 დღის სამსახურებრივ სტაჟში ჩათვლა. მოპასუხემ 2004 წლის 13 იანვრის N06-გ-04 წერილით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით კ. ღ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, დაკმაყოფილდა. ბათილად (არაკანონიერად) იქნა ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურორის კადრების სამმართველოს 2014 წლის 13 იანვრის N06-გ-04 წერილი. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე კ. ღ-ისათვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2014 წლის 10 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და კ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ღ-ი მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში. საქართველოს გენერალური პროკურორის 1998 წლის 9 ივლისის N327-პ ბრძანების საფუძველზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კ. ღ-ი გათავისუფლდა ... ქ. თბილისის პროკურატურის ... თანამდებობიდან. საქართველოს გენერალური პროკურორის 2002 წლის 26 მარტის N147პ ბრძანების თანახმად, პირადი განცხადების საფუძველზე, კ. ღ-ი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის ... სამმართველოს პროკურორად. კ. ღ-მა განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე, ანუ თანამდებობიდან განთავისუფლებიდან ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გასული პერიოდის 3 წელი, 9 თვე და 17 დღის სამსახურეობრივ სტაჟში ჩათვლა. გენერალური პროკურატურის 2004 წლის 13 იანვრის N06-გ-04 წერილით უარი უთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან კ. ღ-ის მიმართ, სისტემაში დასაქმებასთან დაკავშირებით, განხორციელდა შეთავაზებები, რაც მის მიერ არ იქნა რეალიზებული.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ზღვრული ვადა ამოწურულია, დადგენილია, რომ სისტემაში დასაქმებასთან დაკავშირებით, განხორციელდა შეთავაზებები, რაც კ. ღ-ის მიერ არ იქნა რეალიზებული, უფრო მეტიც, მოსარჩელეს არც გათავისუფლების თაობაზე ბრძანება და არც პროკურატურის სისტემაში ხელახალი დანიშვნის თაობაზე, 2002 წლის 26 მარტის N147პ ბრძანება, სადავოდ არ გაუხდია. ასეთ პირობებში პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ არ არსებობდა მოსარჩელის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანება, არ ქმნის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე განთავისუფლებიდან ხელახალ დანიშვნამდე პერიოდის შრომით (სამსახურებრივ) სტაჟში ჩათვლის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კ. ღ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ 11 წლის შემდეგ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 88-ე მუხლი, ასევე არასწორად განმარტა ამავე კანონის 122-ე მუხლი. გაუგებარია, სასამართლომ რატომ მიიჩნია შრომითი უერთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელ არგუმენტად სადავო პერიოდში კ. ღ-ის მიერ თანამდებობრივი სარგოს მიუღებლობა. შრომითი გასამრჯელოს მიღება დასაქმებული უფლებაა და არა მოვალეობა. კ. ღ-მა, იმის გამო, რომ პროკურატურა განიცდიდა ფინანსურ სიძნელეებს, უარი თქვა გასამრჯელოს მიღებაზე, რის შესახებაც მითითებულია სარჩელზე დამატებით მოსაზრებაში.ვინაიდან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა, პროკურატურას, კადრების განკარგულებაში ყოფნის 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, უნდა დაენიშნა თანამდებობაზე, რაც არ შესრულებულა. კადრების მიერ შედგენილ ცნობებში, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, არ არის მითითებული, კონკრეტულად რა თანამდებობას სთავაზობდნენ მოსარჩელეს და ა.შ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2004 წლის 5 მარტს მიიღო, რომელიც საქართველო მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო წესით 2014 წლის 10 ივლისს გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რომ არ უმსჯელია მის დასაშვებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, შეაფასა, დაცული იყო თუ არა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა, შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაცვა არაეფექტური იქნებოდა, ვინაიდან მუდმივად იარსებებდა სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმების და საქმის განხილვის განახლების რისკი, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს გახდიდა სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტლების აღსრულებას ან მუდმივად დადგებოდა აღსრულების შებრუნების საჭიროება. ამგვარი სამართლებრივად არამყარი ვითარება, საბოლოოდ, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, საჯარო წესრიგს და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას. მხარის (მხარეების) ინტერესების დაცვისა და ამ სამართლებრივი რისკების აცილების მიზნით, გარდა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაწესებისა, კანონმდებელი დროში ზღუდავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობასაც. ასე მაგალითად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი კრძალავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გაანხლებას, თუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელზე მეტი. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით დაწესებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, არამედ გადაწყვეტილებით მიღებული სამართლებრივი სიკეთის რეალიზება ასევე შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით. სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა ნიშნავს, რომ პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ გასაჩივრდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს, ასეთ პირობებში, რამდენად დასაშვებია საპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებასაც იღებს მხედველობაში, რომ ყველა ზემომითითებული ვადა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან აითვლება, მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაეგზავნა ან ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1998-2002 წლებში მოქმედი რედაქციით უნდა იხელმძღვანელოს.

მოსარჩელე კ. ღ-ი თავის მოთხოვნას იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 1998 წლის 9 ივლისის N327-პ ბრძანების საფუძველზე თანმდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. 3 თვის გასვლის შემდეგ კი, ან უნდა გამოცემულიყო ბრძანება მისი დათხოვნის თაობაზე, ან დაენიშნათ პროკურატურის სისტემაში შესაფერის თანამდებობაზე. ეს მტკიცება სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში 2004 წლის 30 ივნისს შეტანილი ცვლილებით (სსმ, 16, 04/07/2004 ), 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ან ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურის მუშაკები გენერალური პროკურორის ბრძანებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში ან/და დაეკისროთ დროებით მოვალეობის შესრულება. პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკებს უნარჩუნდებათ ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთავაზონ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში.“

მითითებულ საკანონმდებლო აქტს უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია, მანამდე მოქმედი რედაქციით კი, „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონი პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში გადაყვანას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, მან საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები სწორი ნორმატიული აქტის გამოყენებით უნდა შეაფასოს და დავა ისე გადაწყვიტოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="015sLrGgCIZVdZPn70cq9N9KNyymx2R7QQpB0Ngq";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize