საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.06.2009
საქმის ნომერი
2კ-158აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

158აპ-09 ქ. თბილისი

10 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 8 წელი, 5 თვე, 11 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 5 თვით და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 7 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის განაჩენით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.