საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹169აპ-09 4 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ხ. ხ-სა და მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. გ-ს, ადვოკატ ზ. დ-სა და განსასჯელ თ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
თ. გ., ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 თებერვლიდან.
ნივთმტკიცებები _ «მერსედეს-ბენციდან», სახელმწიფო ნომერი «---» ამოღებული დანა და ქუთაისის დროებითი განკარგვის იზოლატორში ეჭვმიტანილ ლ. კ-სა და თ. გ-სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, დარჩეს საქმეზე მისი საჭიროების გავლამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:
ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 თებერვლის 9:00 საათიდან.
ნივთმტკიცებები _ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში მოთავსებული დანა უნდა განადგურდეს, როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალება, მოცემული განაჩენის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ მხარეთა მიერ გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ხოლო ლ. კ-საგან ამოღებული ტანსაცმელი: ჯინსის ქურთუკი და შავი ნაჭრის შარვალი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, განაჩენის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ მხარეთა მიერ გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:
ლ. კ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტები. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 თებერვლიდან.
ნივთმტკიცებები _ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში მოთავსებული დანა უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ლ. კ-საგან ამოღებული ტანსაცმელი: ჯინსის ქურთუკი და შავი ნაჭრის შარვალი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ლ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ხ. ხ-სა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ხ. ხ-სა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.