საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.05.2009
საქმის ნომერი
2კ-189აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹189აპ-09 29 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:

ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 8 მაისიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მას 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს. ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

ნივთმტკიცება _ ჯ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 3 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით _ 1,2992 გრამი, რომელიც წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება «ჰეროინის» შემცველ ნარევს და რომელშიც ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» წონაა _ 0,886 გრამი, უნდა განადგურდეს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის ¹--- განკარგულების საფუძველზე, ჯ. მ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 9 თვე და 16 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 3 წლით, 5 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 იანვრიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ მას 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნივთმტკიცება _ ნარკოტიკულ საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 1,2992 გრამი, რომელშიც «ჰეროინის» სუფთა წონაა _ 0,886 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განაჩენი დაზუსტდა იმ მიმართებით, რომ აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მესამე და მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის ¹--- განკარგულების საფუძველზე, ჯ. მ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 11 თვე და 14 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 3 წლით, 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ნოემბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.