საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
201აპ-09 ქ. თბილისი
18 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),პ. სილაგაძე, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენზე.
ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ე. დ. დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. ამასთან, ე. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ოქტომბრიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.