შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 17.07.2009
საქმის ნომერი
107საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

107საზ-06 17 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ი. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით ი. ნ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ივნისის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით ი. ნ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ივნისის განაჩენი ი. ნ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ი. Nნ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება.

ი. ნ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 ივლისიდან, ხოლო 2007 წლის 19 ივლისს იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ი. Nნ-ე თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. ნ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გაუქმდა, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, იმავე ცვლილების ძალით, ამჟამად ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქციით აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის ზომად დადგენილია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. Nნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის თაობაზე, რადგან ეს უკანასკნელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება ი. Nნ-ის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების (მითითებული რედაქცია) საფუძველზე, მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ აღნიშნული განაჩენი ამ ნაწილშიც ი. ნ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. Nნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ი. Nნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ი. ნ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.