შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
144/საზ 5 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ღ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 12 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 12 ნოემბრის განაჩენით მ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით _ 14 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, მე-4 ნაწილით – 7 წლით, მე-5 ნაწილით – 2 წლით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, მერაბ ღუღუნიშვილს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 2 მარტიდან.
ამავე განაჩენით: ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 10 წლით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, მე-2 ნაწილით – 5 წლით, მე-4 ნაწილით – 8 წლით, 209I-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 12 წლით, 78-ე მუხლით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, ა. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 22 სექტემბრიდან.
ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია). სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 22 სექტემბრიდან.
ბ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით – 11 წლით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია). საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 2 აპრილიდან.
თ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია). სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 19 სექტემბრიდან.
დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია). სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 2 ოქტომბრიდან.
კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 5 სექტემბრიდან.
მ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ 1 წელი, 7 თვე და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 5 სექტემბრიდან.
მ. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით _ 11 წლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, მე-2 ნაწილით – 5 წლით, მე-4 ნაწილით – 7 წლით, მე-5 ნაწილით – 2 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, მ. რ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 24 თებერვლიდან.
ხ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, მე-2 ნაწილით – 5 წლით, მე-4 ნაწილით – 7 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 12 წლით, 209I-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, ხ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 სექტემბრიდან.
დ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით –2 წლით, მე-2 ნაწილით – 4 წლით, მე-4 ნაწილით – 6 წლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, დ. ს-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 სექტემბრიდან.
მსჯავრდებული მ. ღ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ღ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით, 238-ე მუხლის I, II, V ნაწილებით, 154-ე მუხლის II და 243-ე მუხლის III ნაწილებით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ მ. ღ-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4, მე-5 და სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4, მე-6 პუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა ან ბანდიტიზმი, ასევე ყაჩაღობა ბინაში შეღწევით), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებს (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით), ხოლო სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტი – ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 12 წლამდე და მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
რაც შეეხება სსკ-ის 152-ე და სსკ-ის 96-ე მუხლების მე-2 ნაწილების ,,ა” პუნქტებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა მ. ღ-მა დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ღ-ის საქართველოს სსკ-ის 152-ე და სსკ-ის 96-ე მუხლების მე-2 ნაწილების შესაბამისი პუნქტებით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.
მ. ღ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
ამასთან, მ. ღ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ა. ხ-ს, ლ. გ-ს, ბ. ს-ს, თ. ც-ს, დ. გ-ს, კ. მ-ს, მ. ი-ს, მ. რ-ს, ხ. ბ-ს, დ. ს-ს მიმართაც და მიაჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ხ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტით, 238-ე მუხლის I, II ნაწილებით, 2091-ე მუხლის II ნაწილებით, 78-ე მუხლით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ ა. ხ-ს დანაშულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოქალაქეთა პირადი ქონების დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით, 1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ა. ხ-ს ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისივე ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რადგან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორიაც, სასჯელიც და მას უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ა. ხ-ს განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილებით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ხ. ბ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოქალაქეთა პირადი ქონების დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით, 1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ხ. ბ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. ბ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა დაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისივე ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რადგან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორიაც, სასჯელიც და მას უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ხ. ბ-სათვის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ მ. რ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4, მე-5 პუნქტებით, 238-ე მუხლის I, II ნაწილებით, 154-ე მუხლის II და 243-ე მუხლის III ნაწილებით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მ. რ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ქურდობა სადგომში შეღწევით, 1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომელიც იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მ. რ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე და მას ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას, შენახვას, ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. რ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისივე ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რადგან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორიაც, სასჯელიც და მას უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, მ. რ-სათვის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ს-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II ნაწილებით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
დ. ს-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ქურდობა სადგომში შეღწევით, 1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომელიც იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება დ. ს-ს ქმედებას, დაკვალიფიცირებულს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მისი შესაბამისობაში მოყვანა უნდა მოხდეს ზემოაღნიშნულის ანალოგიურად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ს-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რადგან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორიაც, სასჯელიც და მას უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, დ. ს-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის, ლ. გ-ის, დ. გ-ის, კ. მ-ის, მ. ი-ის, თ. ც-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 12 ნოემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეს განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე 568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ მ. ღ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 12 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მ. ღ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ღ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ა. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ხ-ს განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ხ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ბ-ის ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ბ-ს განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ მ. რ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. რ-ს ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. რ-ს განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ დ. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1998 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ს, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.