დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
452-საზ ქ. თბილისი
5 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ი. გ-ი, _ დაბადებული ....... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუაოლ განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთი და სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაემატა წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 6 თვის ვადით.
ი. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა.
მსჯავრდებული ი. გ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ მცხეთს რაიოული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. გ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისავთის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვა წლამდე, ხოლო ამჟამდ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსს-კის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.