შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
15საზ ქ. თბილისი
2 ივნისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით გ. დ. _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „ე” ქვეპუნქტებით _ 9 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-3 ნაწილით _ 8 წლით, 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით _ 10 წლით, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით, 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2000 წლის 10 იანვრიდან.
ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. გ. დ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 18 ნოემბრიდან;
2. გ. მ-ს, _საქართველოს მოქალაქეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით _ 6 წლით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2000 წლის 10 იანვრიდან;
3. დ. გ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2000 წლის 16 თებერვლიდან;
4. შ. რ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
5. ნ. შ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლევს, _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 375-ე მუხლით _ 2 წლით, 376-ე მუხლით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 ივლისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 29 აპრილის განაჩენი უცვლელად დარჩა.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი გ. დ. 1999 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, ძმასთან _ გ. დ-სთან ერთად, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებულები, ჯგუფურად, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა ი. მ-ს ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 344 ლარის ღირებულების ნივთები, მათ შორის _ სანადირო თოფი.
გ.და გ. დ-ებმა 1999 წლის 30 სექტემბერს, ი. მ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას გატაცებული ერთლულიანი, 16 კალიბრის სანადირო თოფის ლულის გადაჭრით დაამზადეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ.
გ. და გ. დ-ებმა შ.შ-ს ეზოდან ფარულად გაიტაცეს 300 ლარად ღირებული ცხენი, რომელიც გადამალეს სოფ. დღვანაში მცხ. თანდილა მიქაიას ოჯახში, რითიც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
1999 წლის 9 ოქტომბერს, ღამის საათებში, გ. და გ. დ-ებმა განმეორებით, ჯგუფურად ფ. ქ-ს ეზოდან ფარულად გაიტაცეს 300 ლარად ღირებული ძროხა, რომელიც ასევე გადამალეს თ. მ-ს ოჯახში.
1999 წლის 10 ოქტომბერს გ. და გ. დ-ებმა განმეორებით, ჯგუფურად ფარულად გაიტაცეს ა. გ-ს კუთვნილი ცხენი, რომელიც გაყიდეს ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ნაფიჩხაოში, რითიც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
1999 წლის 11 ოქტომბერს, 16 საათზე, გ. და გ. დ-ებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განმეორებით, გაიტაცეს გ. ჯ-ს კუთვნილი, 250 ლარად ღირებული ცხენი, რომელიც დატოვეს ნ. ბ-სთან.
1999 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, გ. და გ. დ-ებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განმეორებით, ა. გ-ს ეზოდან ფარულად გაიტაცეს მისი კუთვნილი ღირებული ცხენი, რომელიც წაიყვანეს ქ. წალენჯიხაში.
1999 წლის 24 ოქტომბერს, ღამით გ. და გ. დ-ები წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლულა გადაჭრილი თოფების გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა. შ-ს ოჯახს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გასტაცეს სხვადასხვა ნივთები.
მეორე დღეს, ღამით გ. და გ. დ-ები წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლულა გადაჭრილი თოფების გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ნ. ბ-ს ოჯახს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გასტაცეს სხვადასხვა ნივთები.
1999 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ლულაგადაჭრილი თოფებით შეიარაღებულები, გ. და გ. დ-ები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა. კ-ს ოჯახს, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის უფროსს, მაგრამ დაზარალებულის ქალიშვილმა საშველად უხმო მეზობლებს, რის გამოც თავდამსხმელები შეშინდნენ და ისე გაიქცნენ, რომ ოჯახისათვის რაიმე მატერიალური ზიანის მიყენება ვერ შეძლეს.
იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, გ. და გ. დ-ები წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, ბინაში შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლულაგადაჭრილი თოფების გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხნენ კ. ა-ს ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები.
1999 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 5 საათზე, გ. და გ. დ-ები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლულაგადაჭრილი თოფების გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაეხსნენ გ. ჯ-ს საცხოვრებელ სახლს, საიდანაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აიძულეს გ. ჯ-ა, მათთვის გადაეცა 16 კალიბრის სანადირო თოფი, ღირებული 250 ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გ. დ-მ იმავე ღამით, განმეორებით, სადგომში შეღწევით გაიტაცა ი ყ-ს ცხენი, რითიც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
1999 წლის 3 ნოემბერს გ. და გ. დ-ები წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლულაგადაჭრილი თოფების გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაკიანში მცხ. ოთახ ფირცხალავას საცხოვრებელ სახლს. თავდასხმის დროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მათ თოფებიდან რამდენჯერმე გაისროლეს. თავდასხმის დროს გაურკვეველ ვითარებაში დაიჭრა გ. დ. რის გამოც ბოროტმოქმედები იძულებულები გახდნენ, შემთხვევის ადგილი ისე დაეტოვებინათ, რომ თავიანთი განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში.
გ. დ-მ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, 1999 წლის 17 ნოემბერს, დ. გ-სა და შ. რ-ს წაქეზებითა და დახმარებით, დაუდგენელ თანაამსრულებელთან ერთად მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ე. რ-ს ოჯახზე. მათ დაზარალებულს მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო შემდეგ ე. რ-ს მეუღლე მ. რ. იარაღის მუქარით აიძულეს, მათთვის გადაეცა 900 აშშ დოლარი და 50 ლარი. მათ ასევე გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ნივთები. ზარალმა მთლიანობაში შეადგინა 900 აშშ დოლარი და 296 ლარი.
გ. დ-მ 1999 წლის 1 დეკემბერს, 10 დეკემბერს და 16 დეკემბერს, საღამოს საათებში, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, განმეორებით, სადგომში შეღწევით, „... ...” სახელმწიფო ჯიშსაშენი ფერმიდან გაიტაცა 3 თხა.
1999 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათზე, გ.დ-მ გ. მ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, ბინაში შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ს. ქ-ს ოჯახზე. ორივე თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ლულა გადაჭრილი თოფებით. მათ იარაღის მუქარით გაჩხრიკეს სახლი და წაიღეს 250 ლარად ღირებული კედლის ხალიჩა.
იმავე საღამოს, გ. დ-მ და გ. მ-მ განმეორებით, ძალადობის მუქარით, რაც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სადგომში შეღწევით, ჯიშსაშენი ფერმიდან გაიტაცეს 40 ლარად ღირებული ვაცი.
1999 წლის 24 დეკემბერს გ. დ. და გ. მ. წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ხობის რაიონის სოფელ საგვიჩიოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ „...” მარკის ავტობუსს, რომელსაც მართავდა ი. გ. იარაღის გამოყენების მუქარით მათ აიძულეს მძღოლი, ავტობუსი შეეყვანა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე მწყემსების კარავთან. ამ დროს მძღოლმა გააღო კარი და ავტობუსის მსხდომი მგზავრები გაიქცნენ, ხოლო ბოროტმოქმედებმა ი. გ-ს იარაღის გამოყენების მუქარით წაართვეს ფული და ნივთები.
მსჯავრდებული გ. დ. და მისი ადვოკატი საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შემსუბუქდა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რის გამოც ითხოვს მისი ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გაანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით გ. დ-ს ქმედება ი. მ-ს, ა. შ-ს, ნ. ბ-ს, ა.კ-ს,კ. ა-ს, გ. ჯ-ს, ო.ფ-ს, ს. ქ-ს საცხოვრებელ სახლებზე და ავტობუსზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ" და ,,ე" ქვეპუნქტებით.
მისივე ქმედება ე. რ-ს საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკვალიფიცირდა ადრე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით.
გ. დ-ს ქმედება შ. შ-ს, ფ. ქ-ს, ა. გ-ს, გ. ჯ-ს, ა. გ-ს, ი. ყ-ს ცხენების ქურდობის ფაქტზე დაკვალიფიცირდა ადრე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
მისივე ქმედება 1999 წლის 1 დეკემბერს, 10 დეკემბერს, 16 დეკემბერს და 19 დეკემბერს ჯიშსაშენი ფერმიდან თხების აშკარა გატაცების ფაქტზე დაკვალიფიცირდა ადრე მოქმედი სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ყაჩაღობას ითვალისწინებს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტები და სასჯელად ადგენს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილია 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი კანონით ამ ქმედებისათვის გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი და რადგან ბრალდების ამ ეპიზდოში გ. დ-ს დანიშნული აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორთა მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
ამასთან, გ. დ-ს, გ. დ-ს, გ. მ-ს, დ. გ-ს და შ. რ-ს ქმედება სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცრდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომელიც სასჯელად ადგენს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელის ზედა ზღვარი. სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
გ. დ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (ქურდობა განმეორებით, ჯგუფურად და სადგომში შეღწევით), უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებზე და დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გ. დ-ს ქმედება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცრდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გ. დ-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (ძარცვა განმეორებით, ჯგუფურად, სადგომში შეღწევით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის), რისთვისაც მას დანიშნული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებზე და დღეს მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სხვა მუხლების (მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილები, 179-ე მუხლის ,,ბ", ,,გ", ,,ე" ქვეპუნქტები, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტები, გიტო მორგოშიას მიმართ სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 375-ე, 376-ე მუხლები, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2, მე-4, მე-6 პუნქტები) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით დადგენილი სასჯელები მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და არც ამ დანაშაულთა სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. დ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 ივლისის განჩინება შეიცვალოს: გ. დ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;
გ. დ-ს ქმედება სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებზე და დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. დ-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებზე, დღეს მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. დ-ს ქმედება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცრდეს, შესაბამისად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;
დ. გ-ს და შ. რ-ს ქმედება სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულთათვის დანიშნული საბოლოო სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.