დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
301საზ ქ. თბილისი
27 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ც-ს დამცველი ადვოკატების _ მ. ხ-სა და პ. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დ. ც-ს, დაბადებულს ….. წელს, ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მარტის განაჩენით დ. ც-ა გამართლდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში.
იმავე განაჩენით დ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც მას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-6 ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) თანახმად, სასჯელის ნახევარი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მარტის განაჩენი დ. ცირამუას მიმართ შეიცვალა: დ. ც-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ დ. ც-ს დამცველი ადვოკატები _ მ. ხ-ა და პ. ხ-ი თავიანთი საჩივრით ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლშ შეტანილი ცვლილებების საფუძველზე დ. ც-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და აღნიშნული განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. ც-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი ადვოკატების საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 23 მარტის განაჩენით სასჯელის დანიშვნისას უკვე გაითვალისწინა მსჯავრდებულ დ. ც-ს არასრულწლოვანება და მას დაუნიშნა შემსუბუქებული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში, რომელიც არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ. ც-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ც-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი შეცვლისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ც-ს დამცველი ადვოკატების - მ. ხ-სა და პ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ც-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.