შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
324საზ 20 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განაჩენით ზ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6791 მუხლის შესაბამისად დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით შ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ა”, “გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, აღნიშნული კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე შ. ლ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და შ. ლ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
იმავე განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას საქართველოს სსსკ-ის 6791 მუხლის შესაბამისად დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე და საქართველოს სსსკ-ის 6791 მუხლის შესაბამისად დადებული საპროცესო შეთანხმების თანახმად _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, აღნიშნული კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე რ. მ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, აქედან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წელი _ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
იმავე განაჩენით ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე და საქართველოს სსსკ-ის 6791 მუხლის შესაბამისად დადებული საპროცესო შეთანხმების თანახმად _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, აქედან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წელი _ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული ზ. ფ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. ფ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), იმ პირის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ფ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულების _ ა. ი-ს, რ. მ-ს, ზ. გ-სა და შ. ლ-ს მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მათი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მათი ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ზემომითითებულ გარემოებათა გამო, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ა. ი-სა და ზ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ს, ა. ი-ს, რ. მ-ს, ზ. გ-სა და შ. ლ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელებიც დანიშნულია ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ს, ა. ი-ს, რ. მ-ს, ზ. გ-სა და შ. ლ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ფ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია); იმავე განაჩენში მსჯავრდებულების _ ა. ი-ს, რ. მ-ს, ზ. გ-სა და შ. ლ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ს, ა. ი-ს, რ. მ-ს, ზ. გ-სა და შ. ლ-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.