დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 31.03.2017
საქმის ნომერი
ბს-228-226(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-228-226(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

820310016001358033

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-228-226(კ-17) 31მარტი,2017წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინებაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.07.16წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. ი-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახურის ხულოს ფილიალის 24.02.16წ. და 29.03.16წ. გადაწყვეტილებები, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.16წ. გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახურის ხულოს ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხულოში, სოფ. ... მდებარე 1400კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.16წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.07.16წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-ემ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ი-ე მოცემულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენს მხარეს და არც მესამე პირს. კასატორის მოსაზრება, რომ იგი დაინტერესებული პირია, მის ინტერესებზე უშუალო გავლენას ახდენს განსახილველ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება და იგი სასამართლოების მიერ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული საქმეში, არ ანიჭებს მას საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებას, რადგან საკასაციო საჩივარზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ კასატორს დავის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო პალატის მიერ 27.12.2016წ. განჩინების გამოტანამდეც. საკასაციო საჩივარზე თანდართული ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფ. ..., ...., ....) გამგებლის წარმომადგენლის 28.10.2016წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, წარმომადგენელი ა. ი-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით სპეციალისტ თ. გ-ესთან და ა. ი-ესთან ერთად გავიდა ტერიტორიის შესასწავლად, ტერიტორიის მესაზღვრეებმა ზ. ი-ემ და გ. ი-ემ უარი განაცხადეს მიწაზე ა. ი-ის საკუთრების დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში მიმდინარეობს დავა არსებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით (ს.ფ. 291). ამ ინფორმაციის მიღების მიუხედავად ა. ი-ეს არ მიუმართავს ქვედა ინსტანციების სასამართლოებისათვის საქმეში მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით, არ განუცხადებია თავისი სამართლებრივი ინტერესების შესახებ.

ამასთანავე, ის გარემოება, რომ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე ქმნის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) საფუძველს. ამდენად, ა. ი-ე სსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მართალია არ არის უფლებამოსილი, საკასაციო საჩივარი წარმოადგინოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინებაზე, თუმცა მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს განსახილველ საქმეზე მიღებული არსებითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ა. ი-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 401-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. განუხილველად დარჩეს ა. ი-ის საკასაციო საჩივარი ;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="3czKpuNqtJxMP1dEhm4E7OX9VEFsBAUyVJW76qrv";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize