დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 22.03.2017
საქმის ნომერი
ბს-280-278(ს-17)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-280-278(ს-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე ¹№ბს-280-278(ს-17) 22 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძემ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე ადვოკატ ნ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელის 2017 წლის 30 იანვრის №3ბ/149-17 განკარგულების თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

2017 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - მანანა ჩოხელი გასვლით სასამართლო სხდომაზე განიხილავდა ა. ა-ის ადვოკატის ნ. ხ-ის საჩივარს, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ (ს.ფ. 25-29).

2017 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელმა გამოსცა განკარგულება საჩივრის ავტორის ა. ა-ის ადვოკატ ნ. ხ-ის - 100 (ასი) ლარით დაჯარიმების თაობაზე. დაჯარიმების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილი. განკარგულების ასლი ნ. ხ-ეს 2017 წლის 17 თებერვალს ჩაბარდა (ს.ფ. 39).

აღნიშნული განკარგულება კანონით დადგენილი წესით ადვოკატმა ნ. ხ-ემ გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 40-49). ამასთან, საჩივრის ავტორმა მისი ნომრიდან 2017 წლის 30 იანვარს განხორციელებული შემომავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი (მაგთიკომის ოფისიდან) და მისი სამსახურის (იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს) მძღოლის ახსნა-განმარტება წარმოადგინა (ს.ფ. 50-55). საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2017 წლის 21 მარტს შემოვიდა.

გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ ადვოკატ ნ. ხ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განკარგულება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ სასამართლოს მიმართ გამოხატულ უპატივცემულობად მიიჩნია ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე 27 წუთით დაგვიანება. თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2017 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, მოსამართლეს არ დაუდგენია ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე დაგვიანების საპატიო მიზეზის არსებობა/არარსებობის ფაქტი.

ამასთან, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია, 2017 წლის 30 იანვარს მისი ნომრიდან განხორციელებული შემომავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი, რომლის თანახმად, დასტურდება ადვოკატ - ნ. ხ-ის მიერ სასამართლო სხდომის დაწყებამდე, 13:53 საათზე, მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის ფაქტი (ს.ფ. 53). ამასთან, დროის ამ მონაკვეთში ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების ფაქტს ადასტურებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს მძღოლის ახსნა-განმარტებაც (ს.ფ. 55).

ამდენად, ადვოკატ ნ. ხ-ის მხრიდან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ - ნ. ხ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელის 2017 წლის 30 იანვრის განკარგულება - ადვოკატ ნ. ხ-ის 100 (ასი) ლარით დაჯარიმების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 და მე-11 ნაწილებით

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

1. ადვოკატ ნ. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელის 2017 წლის 30 იანვრის №3ბ/149-17 განკარგულება - ა. ა-ის ადვოკატის ნ. ხ-ის 100 (ასი) ლარით დაჯარიმების შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="2hvWm9cT4oIV6N5Q0V4WOICWJnypAcqAMTqQIOql";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize