არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 09.03.2017
საქმის ნომერი
ბს-9-8(კს-17)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-9-8(კს-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#330310016001307811

#ბს-9-8(კს-17) 9 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოსარჩელე _ ზ. ა-ი

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 6 აპრილს ზ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ზ. ა-ზე ქ. თბილისში, დაბა წყნეთი, ... ზონა, კორპუსი #11, ფართი 2-ის მიმდებარედ 344 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის #481 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ დამატებით მოპასუხისათვის ზ. ა-ისათვის ქ. თბილისში, დაბა წყნეთი, ... ზონა, კორპუსი #11, ფართი 2-ის მიმდებარედ 344 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის #481 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ა-ზე ქ. თბილისში, დაბა წყნეთი, ... ზონა, კორპუსი #11, ფართი 2-ის მიმდებარედ მდებარე 344 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (დღის წესრიგის 24-ე საკითხი); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ქ. თბილისში, დაბა წყნეთი, ... ზონა, კორპუსი #11, ფართი 2-ის მიმდებარედ მდებარე 344 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ზ. ა-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით აპელანტის - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო ამ უკანასკნელს მოცემულ ურთიერთობაში წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილ პირს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილებით დამტკიცდა „ქონების მმართველის საქმიანობის და უფლებამოსილების განხორციელების წესი“, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას. ამავე წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვას, ასევე სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე ახორციელებს სასამართლოში წარმომადგენლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი, ... ქუჩა, კორპუსი #11, ფართობით: 69.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ა-ის სახელზე, ხოლო უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი, ... ქუჩა (ნაკვეთი 017/068), დაზუსტებული ფართობით: 2025.000 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს ზ. ა-მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი, ... ზონა, კორპუსი #11, ფართი 2-ის მიმდებარედ მდებარე 344 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის #481 საოქმო გადაწყვეტილებით (24-ე საკითხი) ზ. ა-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე,Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები და რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქმეში მესამე პირად ჩაება იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო ამ უკანასკნელს მოცემულ ურთიერთობაში წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 05.06.2012წ. #6377 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, რომელიც 2012 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა, შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს ქონების მართვასა და განკარგვას (1.6 მუხ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სუბიექტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვაში მიღება შეიძლება განხორციელდეს სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძვლით. კანონის საფუძველზე კონკრეტული ორგანოსათვის ქონების გადაცემის ძირითადი მიზანი, როგორც წესი, არის ქონების არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა და სათანადო დავალების შემთხვევაში, სამართავად გადაცემული ქონების გაუმჯობესება, სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვ.. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოვალეობაა სახელმწიფო ქონების მართვა, შესაბამისად მისი მოვლა-პატრონობაც. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლება-მოვალეობებს, სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას და წარმართავს მას, აგრეთვე ახდენს პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობას, პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, წინადადებების მომზადებას შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე (საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. #70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ 2.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. #70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მიხედვით, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა განისაზღვრა (2.1 მუხ.). სამინისტრო უფლებამოსილებებს ახორციელებს მის სისტემაში შემავალი ერთეულების მეშვეობით, სამინისტროს სისტემაში შედის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (მე-3 მუხ.), მათ შორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. #391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია. დებულების მიხედვით, სააგენტო დამოუკიდებლად გამოდის სასამართლოში (1.4 მუხ.), მისი მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა (მე-2 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი), ასევე, სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების შერჩევას, რეკომენდაციების მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას (მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვას, ასევე სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოში წარმომადგენლობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მფლობელობაში არსებულ 344 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, დაბა წყნეთი) საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც 1995 წლიდან აქვს თვითნებურად დაკავებული და აშენებული აქვს კაპიტალური ავტოფარეხი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დავის საგანი არის არა სახელმწიფო ქონების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მართვა-განკარგვა, არამედ - საკუთრების უფლების აღიარება, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართებულად იქნა ჩაბმული საქმეში მესამე პირად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

 

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="apQ7kXI829UTwmhZQME8DR84jpDEFpNFYCPfzfQS";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize