საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-383აპ.-10 ქ. თბილისი
23 ივლისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის, დაზარალებულ რ. კ-ისა და მსჯავრდებულ ა. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა 7.000 ლარის ოდენობით; მასვე სამოქალაქო მოსარჩელე რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14 ათასი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ა. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განესაზღვრა ჯარიმა 7.000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ 2008 წლის 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ა. ტ-ი იყო პატიმრობაში, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 50 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 6.950 ლარის ოდენობით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმე და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ დაკმაყოფილების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის, დაზარალებულ რ. კ-ისა და მსჯავრდებულ ა. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.