დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 18.12.2017
საქმის ნომერი
ბს-1144-1138(2კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-1144-1138(2კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

N330310013216447

საქმე №ბს-1144-1138(2კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2017წ. განჩინებაზე გ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.05.2016წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - გ. გ-ის და გ. ე-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოპასუხე გ. გ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.03.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს ამავე თარიღის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.05.2016წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აღიარებითი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებით შეიძლებოდა ესარგებლა მხოლოდ მოსარჩელეს. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.03.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.07.2017წ. განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.03.2017წ. განჩინება. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას იმ პირის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იქნა იგი გამოტანილი, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა გ. გ-ის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მისთვის სასარგებლო შედეგის არსებობის მიუხედავად, დავა უფრო სასარგებლო სასამართლო აქტით უნდა დასრულებულიყო - სასამართლოს სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა მის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.05.2016წ. გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ისე გ. გ-მა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.03.2017წ. განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.05.2016წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.07.2017წ. განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.03.2017წ. განჩნება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს 04.07.2017წ. განჩინებით ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 03.03.2017წ. განჩინება გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებით უცვლელად არის დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გ. გ-ის მიმართ აღსასრულებლად მიექცევა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დაუშვებელია გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაზე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

 

მ. ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="iDvFdsi4ZfZ3KjILaIQK7ST0uKwEe0ToBtq79v8Q";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize