დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
ბს-149-149(2კ-18)
კატეგორია
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-149-149(2კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე Nბს-149-149(2კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ა. ჩ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

02.04.2018წ. ა. ჩ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. საკასაციო პალატის 03.04.2018წ. განჩინებით ა. ჩ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გაჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განმცხადებელს მიეთითა, რომ ბუნდოვანების გამო დაზუსტებას საჭიროებდა მისი მოთხოვნა, მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

დადგენილ ვადაში - 16.04.2018წ., საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა ა. ჩ-ემ, თუმცა განმცხადებლის მოთხოვნა კვლავ დაუზუსტებელია. განმცხადებლის მითითებით მოპასუხეს უნდა აეკრძალოს ქმედება, კერძოდ ის, რომ ორგანომ 2014 წლის დეკემბრიდან შეუჩერა, ხოლო 2015 წლის იანვრიდან შეუწყვიტა ა. ჩ-ის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შემწეობის გაცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ამჟამად ა. ჩ-ის ოჯახს აღდგენილი აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და იღებს შემწეობას, რასაც არც განმცხადებელი უარყოფს, თუმცა იგი არ ეთანხმება შემწეობის ოდენობას. ამდენად, ის ქმედება, რომლის აკრძალვასაც ითხოვს ა. ჩ-ე უკვე შეწყვეტილია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მგომარეობით განმცხადებლის ოჯახი არ არის დარჩენილი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე.

განცხადების შინაარსიდან იკვეთება, რომ ა. ჩ-ის მოთხოვნის მიზანია ოჯახის შეფასების 2014 წლის დეკემბრამდე არსებული ქულის აღდგენა, რისთვისაც ითხოვს საკითხის დროებით მოწესრიგებას, თუმცა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მას ერთხელ უკვე განემარტა, რომ განცხადება არ არის დასაბუთებული დროებითი განჩინების გამოყენების მოთხოვნის ნაწილში, რადგან სასკ-ის 31.2 მუხლი გამორიცხავს საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღების შესაძლებლობას, ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს დროებითი განჩინების მიღებაზე უფლებამოსილ სასამართლოთა ჩამონათვალს. სასკ-ის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დროებითი განჩინების მიღების უფლება ენიჭება საქმის განმხილველ სასამართლოს, რომელშიც იგულისხმება მხოლოდ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები (იხ. სუსგ 09.01.2012წ. Nბს-1295-1280(კ-11), 27.09.2017წ. ბს-523-520(კ-17)). ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ნორმები დროებით განჩინებაზე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საშუალებაზე, არ ვრცელდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განსახილველ შემთხვევაში ა. ჩ-ე ვერ ასაბუთებს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიზრდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მატერიალური ზიანის ოდენობა, არ ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ჩ-ემ ვერ შეავსო 03.04.2018 წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც მისი განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2018წ. განჩინებაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების განჩინებები არ არის სავალდებულო უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 31-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ა. ჩ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="HUEPUAlFvtqA8gyHYmvV5Oge70nhpoagbRHNiNtR";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize