დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-953აპ-10 ქ. თბილისი
21 ოქტომბერი, 2010წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. Gგ-ის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, რომ არ იქნეს განხილული მისი და მსჯავრდებულ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განაჩენით მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4 000 ლარი. Mმ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 13 მაისიდან 2010 წლის 4 ივნისის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს დადგენილებით გასწორდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განაჩენის დადგენილებით ნაწილში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ: განაჩენის დადგენილებით ნაწილში, სასჯელის მოხდის ვადაში, მიეთითა, რომ მ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 13 მაისიდან 2010 წლის 2 ივნისის ჩათვლით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4 000 ლარი. Mმ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 13 მაისიდან 2010 წლის 2 ივნისის ჩათვლით. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 29 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ს-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ.Gგ-ა.
წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული მ. ს-ი და მისი ადვოკატი ნ. Gგ-ი შუამდგომლობენ, რომ არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. Gგ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აგვისტოს განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორთა მიერ თავიანთი საჩივრის უკან გათხოვის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.