საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.02.2011
საქმის ნომერი
2კ-1022აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1022აპ-10 8 თებერვალი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით:

ი. გ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია).

ი. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) ბრალად წარდგენილი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 17,2091 მუხლზე (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია).

ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,2091-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 06 აპრილიდან.

ყადაღა უნდა მოეხსნას ოზურგეთის რაიონის პროკურორის მიერ სანქცირებულ 1996 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით დაყადაღებულ, ელექტრო-კავშირების ოზურგეთის ტერიტორიული ფილიალიდან მსჯავრდებულ ი. გ-ს სახელით გაგზავნილ და ამ უკანასკნელის სახელზე მიღებულ საფოსტო-სატელეფონო კორესპოდენციას განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და დართული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული _ ავტომატური იარაღი GG ¹6308 1 მჭიდითა და 30 ვაზნით, ორი ხელყუმბარა PГ 42, ერთი ხელყუმბარა ფ-1, სამი დეტონატორი, რვა ავტომატური იარაღის მჭიდი, ავტომატური იარაღის საბრძოლო ვაზნები, რომლებიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში უნდა გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას შემდგომი რეაგირების მიზნით; მამაკაცის 40 ზომა ფეხსაცმელი და მამაკაცის ქუდი უნდა განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ი. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,2091-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.