განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 30.05.2011
საქმის ნომერი
2კ-1110აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2011

გადაწყვეტილების ტექსტი

1110აპ-10 30 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ისა და დაზარალებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობისა და თანამდებობის დაკავების უფლება. იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

განაჩენით ზ. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ არაერთგზის ჩაიდინა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის 14 სექტემბერს ექიმთა დიპლომშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შრომითმა კოლექტივმა შეიძინა ქ.თბილისში მდებარე, ამავე აკადემიის დაუმთავრებელი შენობა, ხოლო შენობის მესაკუთრეთა შრომითი კოლექტივი ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობად «მ-ს» სახელწოდებით, სადაც შპს «პ.შ-ს ს.თ.ს.ა.» მიღებულ იქნა წევრად, რომლის წილი ამხანაგობა «მ-ში» განისაზღვრა 51 პროცენტით, ხოლო დანარჩენი ფიზიკური პირების წილი - 49 პროცენტით.

2000 წლის 28 იანვარს ზ. ს-მ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში რეგისტრაციაში გაატარა შპს «ს-ი”, რომლის დამფუძნებელი, 100 – პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორია თავად ზ. ს-ე. იგი დაუკავშირდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «მ-ს» გამგეობის იმჟამინდელ თავმჯდომარე თ. შ-ს, ამავე ამხანაგობის წევრებს და შესთავაზა მათ აღნიშნული დაუმთავრებელი შენობის ექსპლუატაციაში შესასვლელად საჭირო ყველა სამუშაოს შესრულება, რაშიც ამხანაგობის წევრების მხრიდან მოითხოვა წინასწარი ეტაპობრივი დაფინანსება.

ზ.ს-მ 2001 წლის 12 აპრილს შპს «ს-ს» სახელით ე.წ. «ჩარჩო» (ძირითადი) ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა «მ-სთან», რომლითაც შპს «ს-მა» აიღო ვალდებულება _ უწყვეტი დაფინანსების პირობებში, ამხანაგობა «მ-ის» დაუმთავრებელი შენობა უზრუნველეყო პროექტითა და მშენებლობით, მოეზიდა ამხანაგობის სხვა წევრებიც, დაექირავებინა სამშენებლო ორგანიზაცია, ზედამხედველობა გაეწია მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის პროცესისათვის, ხოლო ამხანაგობის წევრების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლო საკუთრებაში დაეტოვებინა და განეკარგა დარჩენილი ფართი.

2001-2005 წლებში ზ. ს-მ შპს ,,ს-ს» სახელით ამხანაგობა «მ-ის» წევრებთან გააფორმა ე.წ. «ინდივიდუალური» (საგარანტიო) ხელშეკრულებები, ქ.თბილისში მდებარე ამხანაგობა «მ-ს» შენობაში საცხოვრებელი ფართის სამომავლო უფლებით გადაცემის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა მშენებლობის კონკრეტული პირობები (ფასი, ხარისხი, ფართობი და სხვა).

2001 წლიდან 2005 წლის 12 აპრილის ჩათვლით, ზ. ს-მ, ზემოთ აღნიშნული ე.წ. «ჩარჩო» და «ინდივიდუალური» ხელშეკრულებების საფუძველზე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამხანაგობა ,,მ-ს” გამგეობის თავმჯდომარის – თ. შ-საგან (ამ უკნანასკნელმა ეს თანხა ამხანაგობის წევრებისგან მიიღო) ხელზე მიიღო ფულადი თანხა, საერთო ჯამში - 836 643 ლარის ოდენობით, რაზეც შპს ,,ს-ს” სახელით გამოწერა სალაროს შემოსავლის ორდერები. იმავე პერიოდში მან ამჯერად ე.წ. «ინდივიდუალური» (საგარანტიო) ხელშეკრულების მხარე ფიზიკური პირებისაგან ხელზე მიიღო ფულადი თანხა, საერთო ჯამში - 2 785 273,20 ლარის ოდენობით, რაზეც შპს ,,ს-ს” სახელით სალაროს შემოსავლის ორდერები გამოწერა. ამრიგად, ზ. ს-მ, საერთო ჯამში, როგორც შპს “ს-ს” დირექტორმა, ზემოხსენებული სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის მითითებულ პერიოდში ე.წ. «ინდივიდუალური» (საგარანტიო) ხელშეკრულების მხარე 80 ფიზიკური პირისაგან მიიღო თანხა - 3 621 916,20 ლარი, რაც მის მართლზომიერ გამგებლობაში მოექცა. გარდა ამისა, მან შპს «ი-სგან» მიიღო 61 084 ლარის ღირებულების 100 ტონა არმატურა, რის სანაცვლოდაც გარკვეული ოდენობის საცხოვრებელი ფართი უნდა ჩაებარებინა. ზ. ს-ე ვალდებული იყო, მიღებული თანხის ღირებულების სამუშაოები შეესრულებინა, რის შემდეგაც, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, გაგრძელდებოდა მოქალაქეთა მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დანარჩენი თანხების შემოტანა.

ზ.ს-მ 2001 წლის 12 დეკემბერს შპს «ს-ს» სახელით შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო ფირმა ს/ს «თ-ს მ-თან», რომელმაც 2002 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე პერიოდში ამხანაგობა «მ-ს» მშენებლობაზე 708 684 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, რაც ზ.ს-მ შპს «ს-ს” სახელით მიღებული, ზემოხსენებული თანხებიდან მხოლოდ 637 639.60 ლარით, ხოლო ამხანაგობა «მ-მა» - 70 956.00 ლარით დააფინანსა. სამშენებლო ფირმა ს/ს «თ-ს მ-მა» ამ ღირებულების სამუშაოები პირნათლად შეასრულა, ხოლო 2004 წლის 1 ივნისიდან, ზ. ს-ის მხრიდან დაფინანსების გაუარესების გამო, შეწყვიტა სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობა შპს «ს-ს» გადააბარა. ამის შემდეგ ზ.ს-მ მშენებლობა საკუთარი ძალებით გააგრძელა და 2004 წლის ივნისიდან 2005 წლის ივნისამდე 344 627,40 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები შპს “ს-ს” სახელით დამოუკიდებლად შეასრულა, რის შემდეგაც, იმის გამო, რომ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 80 მოქალაქის მიერ შემოტანილი დანარჩენი ფულადი თანხა _ 2 639 644,20 (3 621 916,20 _ 637 639,60 _ 344 627,40) ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის, 2005 წლის მაისიდან ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება, ხოლო ზემოხსენებული თანხის მითვისების შემდეგ 4 300 ლარის ღირებულების გაუხარჯავი სამშენებლო მასალა ობიექტზე მიატოვა, რის შემდეგაც თავს არიდებდა სამშენებლო ობიექტზე გამოჩენას და ამხანაგობის წევრებთან ურთიერთობას.

ამხანაგობა «მ-ს» წევრები დარწმუნდნენ, რომ ზ.ს-მ უკანონოდ მიითვისა მათი ფულადი თანხები, რის გამოც 2005 წლის ივნისიდან ემალებოდა მათ და 2005 წლის 29 სექტემბერს მიიწვიეს ახალი სამშენებლო ფირმა, შპს «ბ. 2-4», რომელმაც ხსენებულ შენობაზე 1 022 357,50 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. ზ. ს-მ 2006 წლის 31 მაისს შპს «ბ. 2-4-ის” დირექტორ თ. ს-ს გადასცა მხოლოდ 9 000 ლარი, იმავე წლის ზაფხულის პერიოდში სამშენებლო ობიექტზე შეიტანა დაახლოებით 10 800 ლარის ღირებულების 11 000 ცალი სამშენებლო ბლოკი და 100 კვ.მ მეტლახი, ხოლო ამხანაგობა «მ-მა» მშენებლობა დამატებით 726 940 ლარით დააფინანსა, ვინაიდან ზ. ს-ეE კვლავ ემალებოდა მათ და მისგან ფულადი თანხების დაბრუნება ვერ ხერხდებოდა. ზ.ს-ს დღემდე არ დაუბრუნებია დაზარალებულებისათვის მათგან სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და საცხოვრებელი ფართების ჩასაბარებლად მისთვის გადაცემული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც მის მართლზომიერ გამგებლობაში იყო და რაც მიითვისა მართლსაწინააღმდეგოდ, მეტიც: ე.წ. «ინდივიდუალური» ხელშეკრულებების მხარე ფიზიკურ პირებს შესრულებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საკუთარი ფინანსური ვალდებულებები, მაგრამ ზ. ს-ს მიერ მითვისებული 2 639 644.20 ლარის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და ამხანაგობა «მედიკოსის» შენობის ექსპლუატაციაში შესვლა ვერ ხერხდება, რის გამოც დაზარალებულებს, გარდა ფინანსური ზარალისა, მიადგათ მორალური და მატერიალური ზარალი, კერძოდ კი - მათ თანხების ფაქტობრივად დაკარგვასთან ერთად დღემდე არ გააჩნიათ შესაძლებლობა, მიიღონ შეპირებული საცხოვრებელი ფართები, რადგან ისინი მინიმალურ საცხოვრებელ კონდიციამდეც კი არ არის აშენებული. ზ. ს-მ ზემოხსენებულ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ არაერთგზის მიითვისა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, ე.წ. «ინდივიდუალური» (საგარანტიო) ხელშეკრულების მხარე ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხები, კერძოდ: მ. რ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 40 705 ლარის ოდენობით; დ. ს-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 33 777,40 ლარის ოდენობით; ნ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 15 580 ლარის ოდენობით; ი. ფ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 41 575 ლარის ოდენობით; დ. ს-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 11 930 ლარის ოდენობით; რ. ს-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 74 844 ლარის ოდენობით; მ. უ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 30 055 ლარის ოდენობით; ქ. უ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 34 212,50 ლარის ოდენობით; ნ. ქ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 16 148 ლარის ოდენობით; მ. შ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 46 617,50 ლარის ოდენობით; თ. შ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 74 368,80 ლარის ოდენობით; ი. შ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 103 440 ლარის ოდენობით; ზ. ჩ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 31 206 ლარის ოდენობით; თ. ჩ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 61 448 ლარის ოდენობით; გ. ჩ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 64 333,50 ლარის ოდენობით; გ. ჩ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 21 450 ლარის ოდენობით; მ. კ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 56 760 ლარის ოდენობით; დ. წ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 31 786 ლარის ოდენობით; ა. წ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 105 865 ლარის ოდენობით; მ. წ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 105 410 ლარის ოდენობით; მ. წ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 36 201 ლარის ოდენობით; ი. წ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 32 250 ლარის ოდენობით; ნ. ჭ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 15 738,20 ლარის ოდენობით; დ. ჭ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 45 711,50 ლარის ოდენობით; ი. ხ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 20 088 ლარის ოდენობით; გ. ჯ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 35 498,40 ლარის ოდენობით; თ. წ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 80 023 ლარის ოდენობით; თ. ჭ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 121 187 ლარის ოდენობით; მ. მ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 44 400 ლარის ოდენობით; ც. ს-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 30 000 ლარის ოდენობით; ი. გ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 128 258 ლარის ოდენობით; გ. ფ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 37 632,60 ლარის ოდენობით; ლ. გ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 52 232,90 ლარის ოდენობით; რ. უ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 146 875 ლარის ოდენობით; ე. შ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 28 709 ლარის ოდენობით; ლ. ქ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 15 545,80 ლარის ოდენობით; თ. ღ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 123 190 ლარის ოდენობით; ვ. ხ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 29 713 ლარის ოდენობით; ი. დ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 37 167 ლარის ოდენობით; ლ. ა-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 95 550 ლარის ოდენობით; მ. ა-ის კუთვნილი თანხა - 9 650 ლარის ოდენობით; ი. ა-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 10 334 ლარის ოდენობით; გ. ა-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 28 138 ლარის ოდენობით; კ. ა-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 35 528 ლარის ოდენობით; ა. ბ-ის კუთვნილი თანხა - 4 732 ლარის ოდენობით; რ. ნ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 71 565 ლარის ოდენობით; ზ. ბ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 91 661 ლარის ოდენობით; მ. ბ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 43 565 ლარის ოდენობით; გ. გ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 23 880 ლარის ოდენობით; გ. გ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 20 660 ლარის ოდენობით; ნ. გ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 14 545,60 ლარის ოდენობით; თ. დ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 31 468 ლარის ოდენობით; ნ. ვ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 25 068 ლარის ოდენობით; გ. ზ-ის კუთვნილი თანხა - 5 061 ლარის ოდენობით; მ. ზ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 25 317 ლარის ოდენობით; ა. კ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 22 000 ლარის ოდენობით; ზ. თ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 34 549 ლარის ოდენობით; გ. ბ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 32 960 ლარის ოდენობით; თ. ი-ის კუთვნილი თანხა - 6 433 ლარის ოდენობით; ა. კ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 12 891 ლარის ოდენობით; თ. კ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 38 113 ლარის ოდენობით; მ. ლ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 28 953 ლარის ოდენობით; მ. ლ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 43 870 ლარის ოდენობით; გ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 34 403 ლარის ოდენობით; კ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 79 416 ლარის ოდენობით; გ. მ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 27 852 ლარის ოდენობით; დ. მ-ის კუთვნილი თანხა - 4 900 ლარის ოდენობით; თ. მ-ის კუთვნილი თანხა - 5 110 ლარის ოდენობით; ც. მ-ის კუთვნილი თანხა - 5 046 ლარის ოდენობით; ნ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 18 552 ლარის ოდენობით; ს. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 39 187 ლარის ოდენობით; ლ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 72 716 ლარის ოდენობით; გ. ო-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 13 176 ლარის ოდენობით; მ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 110 954 ლარის ოდენობით; მ. ნ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 19 506 ლარის ოდენობით; მ. ო-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 109 665 ლარის ოდენობით; მ. დ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 90 859 ლარის ოდენობით; ნ. ფ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 61 454 ლარის ოდენობით; თ. ა-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 72 052 ლარის ოდენობით; თ. დ-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 38 644,50 ლარის ოდენობით;

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა და დაზარალებულებმა – კ. მ-მა, ა. კ-მ და ლ. მ-მა. დაცვის მხარემ ითხოვა ზ. ს-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირება, ხოლო დაზარალებულებმა – მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დაკმაყოფილდა დაზარალებულების სამოქალაქო სარჩელები და მსჯავრდებულ ზ. ს-ს დაეკისრა: კ. მ-ის სასარგებლოდ – 79 416 ლარის, ა. კ-ის სასარგებლოდ – 12 891 ლარის, ხოლო ლ. მ-ის სასარგებლოდ – 72 716 ლარის გადახდა. ამასთან, დაზუსტდა მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული – 3 წლით საქმიანობისა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და მას 3 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობისა და თანამდებობის დაკავების უფლება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ს-მ და დაზარალებულმა კ. მ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ჰყავს ოჯახი, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აქვს შეუბღალავი წარსული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და, შესაბამისად, ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

დაზარალებული კ. მ-ი კი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ზ. ს-ისთვის სასჯელის დამძიმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა.

ზ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, ზ. ს-ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 566-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაამძიმოს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი; ამასთან, არ არსებობს ამ მოტივით განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შესაბამისად, არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

ამასთან, არასწორად განისაზღვრა სამოქალაქო სარჩელების საგნის ოდენობა, კერძოდ: საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულებს სამოქალაქო სარჩელები არ წარუდგენიათ. მათი გაცხადება მოხდა ზეპირი ფორმით, რაც დაზარალებულთა დაკითხვისა და დამატებითი დაკითხვის ოქმებში დაფიქსირდა (ტ. 5, ს.ფ. 63-66, 72-74, 80-83, 150-151, 154-155, 158-159). აღნიშნული ოქმებიდან ირკვევა შემდეგი: დაზარალებული კ. მ-ი თვლის, რომ მიადგა 57 634 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; დაზარალებული ა. კ-ე თვლის, რომ მიადგა 9365 ლარის, ხოლო დაზარალებულ ლ. მ-ს მიაჩნია, რომ მიადგა 52 797 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი და, შესაბამისად, სწორედ ამ თანხების ანაზღაურებას ითხოვენ. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ განაჩენით მათ სასარგებლოდ მსჯავრდებულს დააკისრა მეტი თანხის გადახდა, რაც შეუსაბამოა კანონის მოთხოვნებთან, კერძოდ: სსსკ-ის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი იმპერატიულად უთითებს, რომ სასამართლოს უფლება არ აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა; შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის დაკისრებული თანხები უნდა შემცირდეს დაზარალებულების მოთხოვნის ფარგლებში.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე-568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ს-ისა და დაზარალებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს, კერძოდ:

მსჯავრდებულ ზ. ს-ს დაზარალებულ კ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს – 57 634 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარის, დაზარალებულ ა. კ-ის სასარგებლოდ – 9365 (ცხრა ათას სამას სამოცდახუთი) ლარის, ხოლო დაზარალებულ ლ. მ-ის სასარგებლოდ – 52 797 (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა.

განაჩენი სხვა ნაწილში - მათ შორის ზ. ს-ისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.