დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
18/საზ-10 ქ. თბილისი
28 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ც. შ-სა და დ. კ-ას საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
ც. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
დ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ლ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ნ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ე. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
დ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ც. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ლ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ნ. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე.
ნ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ე. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე.Kკ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. Aა-ს, მსჯავრდებულების _ ლ.Bბ-ს, დ. კ-სა და ც. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე.Lლ-ას, მსჯავრდებულების _ ნ. ს-სა და ც. შ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებულები _ ც. შ-ი და დ.Kკ-ია საჩივრებით ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მათ მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ისინი საჩივრებში აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში განაჩენების გამოტანისას მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 172-ე მუხლი შედგებოდა მხოლოდ ერთი ნაწილისგან: «არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით». 2009 წლის 25 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება (¹2477), რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 1 თებერვლიდან და სსკ-ის 172-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის დისპოზიცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: «არასრულწლოვნის გაყიდვა ან მის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით».Mმსჯავრდებულები საჩივრებში უთითებენ, რომ ვინაიდან ქმედება განხორციელდა ახალშობილის მიმართ, მისი ნების გამოვლენა კი დამოკიდებული იყო მის კანონიერ წარმომადგენელზე _ დედასა და ბებიაზე, რომელთაც თვითონ ჰქონდათ ბავშვის გაშვილების სურვილი და მსჯავრდებულებიც მათთან შეთანხმებით მოქმედებდნენ, სწორედ ამის გამო მიაჩნიათ, რომ მათ ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები, ხოლო ვინაიდან მათ ჰქონდათ მატერიალური დაინტერესება, მათი ქმედება, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 172-ე მუხლით. საჩივრების არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, გადააკვალიფიციროს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან ეს არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც უნდა გახდეს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
საჩივრების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე, დაუშვებელია ერთი და იმავე დანაშაულისათვის ადამიანთა გარკვეული კატეგორიის მიმართ განაჩენი დადგეს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო სხვათა მიმართ _ სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც უთითებენ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ ც. შ-სა და დ. კ-ას მიერ საჩივრებში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრების ავტორების აპელირება ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენზე არის უსაფუძვლო, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ ფაქტობრვ გარემოებებთან და, შესაბამისად, მათ მიეცათ განსხვავებული სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც როგორც ბავშვის უშუალო გამყიდველს, ისე ბავშვის უშუალო მყიდველს ამოძრავებთ მისი შვილად აყვანა, ანუ სხვაგვარად რომ ითქვას, ბავშვის გამყიდველმა, რომელიც ამ ბავშვის მშობელია, იცის, რომ მან იგი უნდა გააშვილოს, ანუ სხვა პირს, ვინც ამ ბავშვს ყიდულობდა, სურდა მისი შვილად აყვანა, რის გამოც მისი ქმედების კვალიფიკაციაში გადამწყვეტია სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც პირდაპირ უთითებს სსკ-ის 172-ე მუხლის შემადგენლობა.A ასევე, რადგან ბავშვის გამყიდველმა დედამ იცის, რომ იგი სხვა პირს უნდა გადასცეს შვილად აყვანის მიზნით, ამ შემთხვევაში მისი ქმედებაც კვალიფიცირდება სსკ-ის 172-ე მუხლით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში იგი გასამრჯელოს იღებდა ბავშვის გასხვისებაში. მართალია, ეს უკანასკნელი გარემოება საერთოდ დამახასიათებელია ამავე დროს ტრეფიკინგისათვისაც, მაგრამ კანონმდებელმა სსკ-ის 172-ე მუხლის სახით შექმნა პრივილეგირებული შემადგენლობა ბავშვის მყიდველისა და გამყიდველისათვის სასჯელის შემსუბუქების მიზნით, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ტრეფიკინგის შემთხვევისგან განსხვავებით, სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მყიდველისა და გამყიდველის ქმედება, ბრალის თვალსაზრისით, უფრო ნაკლები ბრალის ხარისხით ხასიათდება, რის გამოც კანონმდებელმა შესაძლებლად მიიჩნია მათთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სრულიად განსხვავებულია ც. შ-სა და დ. კ-ას მიერ ჩადენილი ქმედების შინაარსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ შემთხვევაში იმ პირს, ვინც მათი დახმარებით ახდენდა ბავშვის გასხვისებას, გაყიდვას და ასევე იმ პირს, ვისაც უნდა ეყიდა ეს ბავშვი, ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, არანაირად არ ამოძრავებდათ ბავშვის შვილად აყვანის მიზანი, რის გამოც როგორც ბავშვის გამყიდველის _ ე.Kკ-ას, ასევე ამ ქმედებაში მათი დამხმარე პირების _ ლ.Bბ-ას, ც. შ-ისა და დ. კ-ას ქმედება მთლიანად ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის შემადგენლობაში. Aამიტომ მათი ქმედება, შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ზუსტად იმ მუხლით, რომლის დისპოზიციაც მთლიანად მოიცავდა მათ მოქმედებას. იმავე მიზეზით მათი მოქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სსკ-ის 172-ე მუხლით, ვინაიდან არ შეიცავს ამ უკანასკნელის დისპოზიციით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ ც. შ-სა და დ.Kკ-ას საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.